ასტეროიდები

ასეთი ობიექტის ოკეანეში ჩავარდნა გამოიწვევს დამანგრეველი ტალღების გაჩენას, რომლებიც შორეულ ნაპირებსაც კი დააზიანებენ. მასიურ ასტეროიდებთან, ერთ კილომეტრზე მეტი დიამეტრით, შეჯახება კიდევ უფრო იშვიათად ხდება, ისინი დეამიწას რამდენიმე მილიონ წლიანი ინტერვალებით  სტუმრობენ და ნამდვილად შეუძლიათ გლობალური მასშტაბების კატასტროფების გამოწვევა, მათი უმრავლესობა ჯერ კიდევ არ არის აღმოჩენილი. ერთ-ერთი მათგანი 1998 წელს აღმოაჩინეს კოსმოსური ტელესკოპი ჰაბლის საშუალებით, გრძელი ცისფერი კვალი ფოტოზე. ასტეროიდი 2002 MN(100მ.) მას შემდეგ აღმოაჩინეს, რაც მან მთვარესა და დედამიწას შორის ჩაიფრინა. კიდევ უფრო ახლო შეხვედრა, ასტეროიდ 2004 MN4-თან, 2029 წელს მოხდება. დიდ ასტეროიდთან შეჯახება არ გამოიწვევს დედამიწის ორბიტის ცვლილებას, თუმცა ამ მდროს ატმოსფეროში დიდი რაოდენობით მტვერი ავა, რომელსაც შეუძლია მზის დიდი ხნით დაჩრდილვა და კლიმატის შეცვლა, ტემპერატურის დაცემა კი ბევრი ცოცხალი ორგანიზმის დაღუპვას გამოიწვევს.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.