იუპიტერის ერთ-ერთი დიდი თანამგზავრის ვულკანიზმი მაგმის გლობალური ოკეანედან „იკვებება“, რომელიც ათეულობით კილომეტრის სიღრმეზეა გავრცელებული.
ასეთ დასკვნამდე მივიდნენ სპეციალისტები, რომლებმაც ძველ მომაცემებს განსხვავებული კუთხით შეხედეს. დედამიწისგან განსხვავებით, ვულკანები იოზე ყველგანაა. ამასთან ერთად, ერთდროულად ათამდე ვულკანია აქტიურ მდგომარეობაში, ხოლო წელიწადის განმავლობაში ასჯერ მეტი ლავა ამოიფრქვევა, ვიდრე ჩვენს პლანეტაზე.
ასეთი აქტიურობა აიხსნება ბირთვის შეკუმშვით იუპიტერის მძლავრი გრავიტაციული ზემოქმედებისგან(დიდი თანამგზავრებიდან ის ყველაზე ახლოსაა იუპიტერთან). მიუხედავად ამისა, მაინც გაურკვეველი იყო ვულკანების ასეთი ყოვლის მომცველი გავრცელება. გამოცანა კიდევ ერთი საიდუმლოს აღმოჩენასთან ერთად ამოიხსნა, ერთი შეხედვით, ის არ უკავშირდებოდა ვულკანებს.
„გალილეო“ ნახევრად გაშლილი ანტენით.
მოზაიკის აწყობა შესაძლებელი გახდა ძველი მონაცემების გადახედვით. აპარატმა სახელად „გალილეო“ იუპიტერის ორბიტაზე მუშაობა 2003 წელს დაასრულა. ბრძანებით მიწიდან ის იუპიტერის ატმოსფეროში შეიჭრა და განადგურდა. ამ მისიის სხვა წარმატებებთან ერთად უმნიშვნელოვანესი იყო აპარატის იოსთან ახლოს ფრენა. მაშინ აპარატის მაგნიტომეტრმა აჩვენა, რომ ეს ბუნებრივი თანამგზავრი ფორმას უცვლის იუპიტერის მაგნიტურ ველს, თუმცა ვერავინ ხვდებოდა ამ მოვლენის მიზეზს.
იოს ქერქის ქვეშ არსებულ დენგამტარ მაგმას ხარვეზები შეაქვს იუპიტერის მაგნიტური ძალწირების ფორმაში. ახალი ნამუშევრის ავტორები ამბობენ, რომ ეს მოდელი კარგად ეთანხმება გაზომვების შედეგად მიღებულ მონაცემებს(ილუსტრაცია საიტიდან sciencemag.org).
აღმოჩენამ მინერალოგიაში ყველაფერი თავის ადგილზე დააყენა. ლაბორატორიულმა ცდებმა აჩვენეს, როცა ქანებში დიდია რკინისა და მაგნიუმის შემცველობა(ლერცოლითი), გადნობის მერე მათი გამტარობა მნიშვნელოვნად იზრდება. ამას კი შეუძლია გააკეთოს იმ ტიპის მაგნიტური „ხელმოწერა“, რომელიც „გალილეომ“ აღმოაჩინა.
ყველაზე უცნაური თანამგზავრი მზის სისტემაში ღია ყვითელი ფერისაა. დღევანდელ ფოტოზე იო წარმოდგენილია ისე, როგორსაც მას დაინახავდა ადამიანის თვალი. სურათი გადაიღო კოსმოსურმა აპარატმა „გალილეომ“ 1999 წელს, იმყოფებოდა რა იუპიტერის ორბიტაზე 1995 დან 2003 წლამდე(თანამგზავრ გალილეოს ანტენა ბოლომდე არ გაიშალა, თუმცა მაინც მოხერხდა დედამიწაზე უამრავი ინფორმაციის გადმოცემა იუპიტერის და მისი სისტემის შესახებ). იოს ფერები განპირობებულია გამდნარი სილიკატური ქანებით. მისი უცნაური ზედაპირი მუდმივად ახლდება აქტიური ვულკანური სისტემების ხარჯზე. იუპიტერის მძლავრი გრავიტაცია იოს დეფორმირებას უკეთებს და აქრობს რხევებს, რომლებსაც იწვევენ დანარჩენი „გალილეის თანამგზავრები(ჰანიმედი,კალისტო,ევროპა). ამ პროცესების ერთობლივი მოქმედებით იოს წიაღი ცხელდება, გამდნარი ქანები კი ზედაპიზე ამოიფრქვევიან. ვულკანები იმდენად აქტიურია, რომ თანამგზავრს თითქოს შიგნიდან გარეთ ატრიალებენ. ზოგჯერ ლავა ისეთ მაღალ ტემპერატურაზეა გაცხელებული, რომ ანათებს სიბნელეში.
მეცნიერებმა ასეთნაირად დაადგინეს, რომ იოს ქერქის ქვეშ მაგმას ოკეანეა. ის 50 კილომეტრის სიღრმიდან იწყება და კიდევ 50 კილომეტრის სიღრმეზე ვრცელდება. „ეს მინიმალური მაჩვენებელია, შეიძლება იყოს კიდევ უფრო სქელი ფენაც“ – ამბობს კრიშან ხურანა, მკვლევარი კალიფორნიის გეოფიზიკისა და პლანეტარული ფიზიკის ინსტიტუტიდან(IGPP).
მეცნიერთა თქმით მაგმური ოკეანე მანტიის მოცულობის 10% შეადგენს. მისი ტემპერატურა, ალბათ, 1200 გრადუსზე მაღალია. სწორედ ის არის რეკორდული ვულკანიზმის წყარო.