ეს 360 გრადუსიანი პანორამა, აღმოსავლეთ ჰორიზონტიდან დასავლეთამდე, ზოდიაქალური ნათების ზოლს მიჰყვება, მზის სისტემის ეკლიპტიკური სიბრტყის გასწვრივ.
მტვრის ნაწილაკები მზის სინათლეს განაბნვენ, რითაც სუსტი ზოდიაქალური ნათება წარმოიქმნება. სუსტი სინათლის ზოლი ციურ სფეროზე ძირითად საკოორდინატო სიბრტყეს აღნიშნავს, რომელიც ცაზე მზის ხილულ წლიურ გზას(ანალემა) და დედამიწის ორბიტის სიბრტყეს შეესაბამება. ეს შთამბეჭდავი პანორამა შედგენილია სურათებით, რომლებიც ერთი ღამის განმავლობაშია გადაღებული, დაისიდან აისამდე, ოღონდ მაუნა-კეას მთის სხვა და სხვა წერტილებიდან. აღმოსავლეთ ჰორიზონტზე ქალაქ ჰილოს(ჰავაი) სინათლე მოჩანს, ხოლო დასავლეთ ჰორიზონტზე ტელესკოპი სუბარუ და კეკის ტყუპი ტელესკოპები. ამ უმთვარო ღამეს ვენერა ცისკრის „ვარსკვლავად“ ელვარებდა, ხოლო სატურნი პირისპირდგომასთან იყო ახლოს.
სატურნი კაშკაშა ლაქად ზოდიაქალური სინათლის ზოლშია ჩაძირული, რასაც პირისპირნათებას უწოდებენ. პირისპირნათებაც ასევე ეკლიპტიკის ხაზზე მდებარეობს მზიდან 180 გრადუსის მანძილით. გამოსახულებაზე ზოდიაქოს სინათლე ჰორიზონტალურადაა გამოსახული, ხოლო ირმის ნახტომის ზოლი, კუთხური მდგომარეობით, მას ორ წერტილში კვეთს. გალაქტიკური ცენტრი, მდიდარი ელვარე ნისლეულებით, ვარსკვლავებითა და მტვრის ღრუბლებით, სწორედ აღმოსავლეთით ამოდის.
ელონგაცია – ასტროტერმინი, კუთხური მანძლი პლანეტასა(ან მთვარესა) და მზეს შორის დედამიწიდან დაკვირვებისას. ტერმინი ორ ციურ წერტილს შორის არსებული კუთხის აღსანიშნავადაც გამოიყენება.
შიდა პლანეტების(დედამიწასა და მზეს შორის, ანუ ვენერა და მერკური) შემთხვევაში მათი ხილვადობის საუკეთსო პირობები მაქსიმალური ელონგაციის დროს დგება: არმოსავლეთ(საღამოს) და დასავლეთ(დილის).
მერკურისა და ვენერას მაქსიმალური ელონგაციები არ აღემატება 28 და 47 გრადუსს შესაბამისად.