ა.შ.შ. და ავსტრალიელმა ასტროფიზიკოსებმა ჯეტის კვალი აღმოაჩინეს, რომელსაც ჩვენი გალაქტიკის ცენტრალურ ნაწილში მდებარე შავი ხვრელი ქმნის(arXiv).
ირმის ნახტომის ცენტრში შავი ხვრელის არსებობა, რომელიც კომპაქტურ რადიოწყაროს მშვილდოსანი A-ს ემთხვევა(Sgr A*), კარგა ხანია რაც დამტკიცდა. მშვილდოსანი A, უფრო ახლოსაა ჩვენთან, ვიდრე ნებისმიერი სხვა ზემასიური შავი ხვრელი, ამიტომ გალაქტიკის ბირთვის კვლევა საკმაოდ აქტიურად მიმდინარეობს. ცნობილია, მაგალითად, რომ აქ, გაზის მსხვილი წარმონაქმნი Sgr A West-ი მდებარეობს, რომელსაც რთული ფორმა აქვს, გამოკვეთილი სამი მკლავით: აღმოსავლეთი, დასავლეთი და ჩრდილოეთი. მის სტქუქტურაში ასევე, იონიზირებული გაზით წარმოქმნილი გადაბმის(ბარი) ადგილის გამოყოფაა შესაძლებელი, მცირე სიმკვრივითა და ზომით – ორი კუთხური წამი.
თეორიის მიხედვით, აკრეციული დისკოებისა და ჯეტების წარმოქმნა შავი ხვრელის მნიშვნელოვანი ევოლუციური ნაწილია, თუმცა მშვილდოსანი A-სთან მისი აღმოჩენა ვერ ხერხდებოდა(ამასთან ერთად, ჩვენი გალაქტიკის ზემასიური ხვრელი ძალიან „წყნარია“). ამის მიზეზად ასტრონომები არსებული მონაცემების არაგულდასმით ჩატარებულ ანალიზს ასახელებენ: ჯეტის კვალის აღმოსაჩენად კვლევის ავტორებს არქივის მონაცემებიც ეყოთ, რომლებიც კოსმოსურმა ტელესკოპმა „ჩანდრამ“ და მასივებმა – VLA და CARMA-მ მიიღო.
მშვილდოსანი A-ს გამოსახულება, მიღებული VLA-თი, 22 და 8,4 გიგაჰერცზე, ზემოთაა წარმოდგენილი. ამ ფოტოებზე ახალი ხაზოვანი ობიექტი იქნა გამოყოფილი რამდენიმე პარსეკის ზომით, რომელიც დასავლეთ და ჩრდილოეთ მკლავებს კვეთს. ობიექტის ”სხეულზე” რადიოგამოსხივების „ლაქები“ ასოებითაა აღნიშნული, რომლებიც რენტგენის დიაპაზონშიც ჩანს.
მშვილდოსანი A-ს გარემო სივრცე 22 გიგაჰერცზე(ზემოთ) და 8,4 გჰც–ზე. ქვედა გამოსახულება ისეთნაირადაა შემობრუნებული, რომ ჯეტის კვალი ჰორიზონტალურად მიდიოდეს(რადიოასტრონომია).
ახლადაღმოჩენილი გაწელილი სტრუქტურული ელემენტი შეიძლებოდა ახალგაზრდა მასიური ვარსკვლავების ქარებად ჩაგვეთვალა, თუმცა უფრო ლოგიკურად გამოიყურება ის, რომ ეს ელემენტი თვითონ მშვილდოსანი A-მ შექმნა. ასტროფიზიკოსთა აზრით, ზომიერი რელატივისტური ჯეტის ზემოქმედება, რომელსაც მშვილდოსანი A წარმოქნის, გარემომცველ გაზთან, რადიომასხივებელ „ლაქებსაც“ და ბარში არსებულ სიცარიელესაც ადვილად ხსნის. ჯეტში, მატერიის ამოდინების სიჩქარე ავტროებმა შეაფასეს როგორც 10-6 მზის მასა წელიწადში.
იმის დასამტკიცებლად, რომ წარმოდგენილი განსჯა მართებულია, მაეცნიერებს ახალი მონაცემები დასჭირდებათ. დაკვირვებათა საჭირო ხარისხის მიღწევა, ჩილეს რადიოტელესკოპების მასივს შეუძლია(ALMA), რომელმაც სრულფასოვანი მუშაობა უკვე დაიწყო.