ექვსწლიანი მუშაობის განმავლობაში ზონდი ”ვენერა ექსპრესი” პლანეტის ატმოსფეროში გოგირდის დიოქსიდის რაოდენობის მუდმივ ცვლილებებს აფიქსირებს. შესაძლებელია, ეს მათი, ვენერას ლეგანდარული ვულკანების გამო ხდება(ESA).
გოგორდის დიოქსიდი(SO2) ვენერას ატმოსფეროში მილიონობითჯერ მეტია, ვიდრე ჩვენთან. ის დედამიწის ატმოსფეროში ვულკანური ამოფრქვევებით(სხვა ვულკანები) ხვდება. გაზი მზის გამოსხივებით მალევე იშლება, ვენერას ატმოსფეროში კი გოგირდის ორჟანგი სქელი ზედა ფენებით არის დაფარული. ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ აქაც, მისი მარაგი ქვემოდან ივსება. სავარაუდოდ, ვენერას მთაგრეხილები მძლავრი ვულკანებით უნდა იყოს დასახლებული – რამდენად აქტიურები არიან ისინი დღეს?
ევროპული ზონდით ”ვენერა ექსპრესი”, დგინდება, რომ ვულკანიზმი ვენერაზე არც თუ ისე დიდი ხნის წინათ(გეოლოგიური მასშტაბებით რომ ვიმსჯელოთ) მართლაც იყო, ასეულობით მილიონი წლის წინათ. ზედაპირის ინფრაწითელ დიაპაზონში კვლევით ლავური ნაკადებია აღმოჩენილი, ისინი კიდევ უფრო გვიანდელ აქტიურობას მოწმობენ. საბოლოო წერტილი ამ საკითხში გოგირდის ორჟანგის ექვს წლიან კვლევებს შეუძლიათ დასვან.
2006 წლიდან დაწყებული, როცა ”ვენერა ექსპრესმა” პლანეტამდე მიაღწია, აპარატმა ატმოსფეროს ზედა ფენებში SO2-ის შესამჩნევი მატება დააფიქსირა, რომელსაც მკვეთრი, ათჯერ შემცირება ახლდა თან. მეცნიერთა აზრით, ეს შეიძლება ვულკანური ამოფრქვევის გამო ხდება. თუმცა, ამსათან ერთად შესაძლებელია იყოს რთული, ჯერჯერობით ბოლომდე გაურკვეველი ცირკულაციები ვენერას ატმოსფეროში.
საქმე იმაშია, რომ ამ არასტუმართმოყვარე პლანეტის ატმოსფრო ერთ ბრუნს ოთხი დედამიწისეულ დღეს ანდომებს, მაშინ როცა თვითონ პლანეტა ღერძის გარშემო 243 დღიანი პერიოდით ბრუნავს. სუპერროტაციის ამ მოვლენის მექანიზმი ზუსტად ჯერ კიდევ არა არის ცნობილი, თუმცა ეს უძლიერეს ქარებსა და რთულ ატმოსფერულ ცირკულაციებს წარმოქნის. მათ გოგირდის ორჟანგის სწრაფი გადატანა შეუძლიათ, რის გამოც გაზის წერტილოვანი წყაროების აღმოჩენა ფაქტიურად შეუძლებელი ხდება.
მიუხედავად ამისა, ”ვენერა ექსპრესი”-დან მიღებული მონაცემები ვულკანიზმზე თამამად საუბარის საშუალებას იძლევა. მით უმეტეს, რომ ასეთი ფაქტები ამერიკულმა აპარატმა ”Pioneer Venus”-მაც დააფიქსირა, როემლიც პლანეტას 1978-1992 წლებში იკვლევდა. იმ დროინდელი ვერსიით, აპარატმა ვენერას მაშინ მიაღწია, როცა ვულკანურმა ამოფრქვევამ მცირე ხნით ადრე ატმოსფრო გოგირდის ორჟანგით შეავსო, ზონდმა კი მისი თანდათნობითი დეგრადაცია შეამჩნია(ვენერას მზვერავები;ვენერა).
ვულკანები ვენერაზე
Posted by