მერკურის ზედაპირი ძალიან გავს მთვარისას. არის უსასრულო, ვულკანური წარმოშობის ვაკეები, 2-4 კმ სიმაღლის მთები. ორი ზედაპირის გამყოფი 2-3 კმ სიმაღლის მაღლობები, როგორც ჩანს, პლანეტად ჩამოყალიბების ადრეულ ხანაში ამ მაღლობების წარმოშობა მერკურის გაცივებისა და შეკუმშვის გამო მოხდა. პოლუსებზე არსებულ კრატერებში მზის სხივი არასოდეს ხვდება, იქ ტემპერატურა – 210°C-ია, განათებულ ადგილებზე კი +410°C. ერთი დღე-ღამე მერკურიზე 176 დედამიწისეულს უდრის, ანუ 2 მერკურის წელიწადი. ეს მოვლენა პლანეტის ღერძისა და მზის გარშემო ბრუნვის პერიოდის განსაკუთრებულ ურთიერთ დამიკიდებულობის გამო ხდება. მერკური თავისი ღერძის გარშემო პრაქტიკულად მუდმივი სიჩქარით ბრუნავს, მაშინ, როცა მისი ორბიტალური მოძრაობის სიჩქარე მუდმივად იცვლება. ორბიტის მონაკვეთზე პერიჰელიუმთან ახლოს, დაახლოებით 8 დღე-ღამის განმავლობაში, ორბიტალური მოძრაობის სიჩქარე კუთხური ბრუნვის სიჩქარეს აჭარბებს. შედეგად, მზე მერკურის ცაზე ჩერდება და უკან იწყებს სვლას – დასავლეთიდან აღმოსავლეთით. ე.წ. ცხელი განედებიდან 90° -ით ჩამორჩნილი დამკვირვებლისთვის, მზე ამ დროს ორჯერ ამოდის(ან ჩადის).
არსებობს თეორია, რომლის მიხედვით, მერკური იყო ვენერას თანამგზავრი და შემდეგ ნელნელა მოშორდა მას. აქვს ძალიან მცირე დაძაბულობის მაგნიტური ველი – 0,7 % დედამიწის მაგნ. ველისა.
მასა: 0,055 დედამიწის მასა ( 3,3•10²³ კგ)საშუალო რადიუსი: 2 400 კმდიამეტრი: 0,38 დედამიწის დიამეტრისა ( 4 878 კმ )საშუალო დაშორება მზიდან: 0,387 ასტრონომიული ერთეული(ა.ე.) ( 57,9 მლნ.კმ )ერთი ბრუნი ღერძის გარშემო: 58,65 დღე ღამეორბიტის გარშემო: 87,97 დღე ღამეორბიტაზე მოძრაობის საშუალო სიჩქარე: 48,89 კმ/წმთავისუფალი ვარდნის აჩქარება: 3,7 მ/წმ.კვადრატისიმკვრივე 5,43•10³ გ/კუბმეტრიორბიტის ეკსცენტრიულობა(ელიფსურობა): 0,206ღერძის დახრა ორბიტის სიბრტყის მიმართ: 89 გრადუსიმეორე კოსმოსური სიჩქარე: 4,2 კმ/წმალბედო(სიკაშკაშე): 0.09ღერძის გარშემო ტრიალის მიმართულობა: სწორი(ანუ როგორც დანარჩენი პლანეტები)მოცულობა: 6,5X10 19-ე ხარისხად კუბმეტრიზედაპირის ტემპერატურა: -180°С დან +430°Сეკვატორის დახრა ორბიტის მიმართ: 2°ორბიტის დახრა ეკლიპტიკის მიმართ: 7°(მზისა და მერკურის შემაერთებელი სიბრტყის მიმართ)დედამიწიდან დაშორება: 82 დან 217 მლნ.კმ
მეტეორული წარმოშობის თეთრ სხივებიანი კრატერები მერკურიზე.
ფერადი მერკური.