რა ფერი აქვს სამყაროს? უფრო სწორედ, მთელი ცის ფერი რომ შეგვეზავებინა რა ფერის იქნებოდა იგი?
ეს უცნაური კითხვა მაშინ დაიბადა, როცა მეცნიერები ცდილობდნენ გაერკვიათ, თუ რომელი ტიპის ვარსკვლავები უფრო მეტია ახლო კოსმოსის შემადგენელ გალაქტიკებში. პასუხი წარმოდგენილ სურათზეა. ამის დასადგენად ასტრონომებმა კომპიუტერის საშუალებით 200 ათასი გალაქტიკის ფერი შეაზავეს. მიღებული სპექტრი ელექტრომაგნიტური გამოსხივების ყველა დიაპაზონს მოიცავს, თუმცა ხილულ დიაპაზონში ის ღია ჩალისფერი გამოვიდა. ეს ფერი ბოლო 10 მილიარდი წლის მანძილზე მოცისფროდან ისეთში გადავიდა, როგორიც ფოტოზეა ნაჩვენები. ანუ მოწითალო, ხნიერი ვარსკვლავების რაოდენობა გაიზარდა.
ეს გამსოახულება კი ”ჰაბლი”-ს მიერ გადაღებული 100 საუკეთესო ფოტოთია შედგენილი.