სუპერსიმეტრიის თეორია დიდ ადრონულ კოლაიდერზე ჩატარებული ექსპერიმენტებით კითხვის ნიშნის ქვეშ კიდევ ერთხელ დადგა. იაპონიაში ჩატარებულ სიმპოზიუმზე ფიზიკოსებმა, რომელბიც დიდ ადრონულ კოლაიდერზე მუშაობენ(დაკ(1)), ნაწილაკების უკიდურესად იშვიათი დაშლის გზა დააფიქსირეს, რომლის ძიებაშიც უკვე არა ერთი ათეული წელი გავიდა. ეს მოვლენა, მათი თქმით – „სუპერისმეტრიის თეორიას მთლიანად არ უარყოფს, თუმცა მის ზოგიერთ პოპულარულ ვარიამნტებზე უარის თქმის საშუალებას იძლევა“.
ტრადიციული და ყველასაგან პატივცემული თეორიები – როგორიცაა კვანტური მექანიკის სტანდარტული მოდელი – კარგად გარკვეულ ზღვრამდე მუშაობენ. იგივე სტანდარტული მოდელით ვერ ხერხდება გრავიტაციის ახსნა, ან მაგალითად, ბნელი მატერიის. ამისათვის „დამატებითი“ თეორიები არსებობენ, რომლებიც არსებული შეუსაბამობების ასახსნელად შეიქმნა.
ერთ-ერთი მათგანი სუპერსიმეტრიის თეორიაა, რომელიც ფერმიონებსა და ბოზონებს ერთმანეთთან ურთიერთგარდაქმნის შესაძლებლობით აკავშირებს – მარტივად რომ ვთქვათ, ნივთირების ყოველ მძიმე ნაწილაკს ურთიერთქმედების წყვილი მსუბუქი ნაწილაკი შეესაბამება, რითაც მათ ურთიერთგარდაქმნა შეუძლიათ. ეს საკმაოდ პოპულარული თეორიაა, თუმცა აქამდე ვერ მოიძებნა მკაფიო ექსპერიმენტული მტკიცებულებები, პირიქით უფრო ხდება. ასე იყო ამჯერადაც.
დაშლა, რომელიც დაკ-ზე იქნა შემჩნეული, B-მეზონის(ადრონიზაცია) გაჩენა და გაქრობაა. ის თითქმის სინათლის სიჩქარით მოძრავი პროტონების პირდაპირი(„შუბლებით“) შეჯახების დროს ჩნდება და ორ მიუონად დაშლით ქრება. ამ პროცესის დამზერა პირველად მოხერხდა, ეს არც არის გასაკვირი, რადგან გამოთვლების მიხედვით დაშლის ასეთ გზაზე B-მეზონი მილიარდი შემთხვევიდან სამჯერ მიდის.
სუპერსიმეტრიის ზოგირთი მოდელებისთვის ამ სიხშირის გაზომვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია: თეორიის მიხედვით, თუ ფერმიონები და ბოზონები ნამდვილად „წყვილურები“ არიან და ერთმანეთად ურთიერთგარდაქმნა შეუძლიათ, მაშინ ასეთი დაშლა უფრო მეტი სიხშირით უნდა ხდებოდეს. მიღებული ციფრი კი, თუმცა სტანდარტული მოდელის ჩარჩოებში რჩება, სუპერსიმეტრიის სასარგებლო მტკიცებულება ვერ იქნება.
თეორიის მომხრეები დამზერილი სურათის ასახსნელად სხვა და სხვა ვერსიებს იგონებენ, რომლებიც სრულიად რეალური შეიძლება იყოს. ბოლოს და ბოლოს, ეს მონაცემები სუპერსიმეტრიის მხოლოდ ზოგიერთ მოდელს ეწინააღმდეგება, და არა თეორიას მთლიანობაში. შედეგის სტატიკური სანდოობაც არ არის მაღალი, ამიტომ თეორიის ბედი მოგვიანებით გადაწყდება, ახალი დაკვირვებების მერე. მისი ადგილის დაკავების სხვა პრეტენდენტებიც არსებობენ, მაგალითად, ფარული განზომილებების არსებობა.