ნეიტრონული ვარსკვლავები მასიური ვარსკვლავების, ევოლუციის ბოლოს, გრავიტაციული კოლაფსით წარმოიქმნებიან. ცნობილია, რომ მათ ძლიერი მაგნიტური ველი გააჩნიათ. თანამედროვე წარმოდგენებით, ამ ველის წყაროდ ობიექტს შიგნით მოძრავი დამუხტული ნაწილაკები მიიჩნევა. ამასთან ერთად, ასეთი სცენარი ველის სტაბილურობასა და მაღალ ინდუქციას ვერ ხსნის, რადგან დამუხტული ნაწილაკების მოძრაობით შექმნილი ველი უკიდურესად მგრძნობიარეა სხვ და სხვა შეშფოთებების მიმართ.
ახალი თეორიის ჩარჩოებში მეცნიერებმა შემდეგნაირი ახსნა წარმოადგინეს, როგორც თვითონ ამბობენ, საკმაოდ სპეკულაციური ახსნა: მათი ივარაუდით, ნეიტრონული ვარსკვლავის ფორმირების დროს ხდება ცალკეული ნეიტრონების მაგნიტური მომენტების ორიენტაცია(ფერომაგნეტიკებთან ანალოგიით). როგორც შედეგი, ჩნდება გიგანტური მუდმივი მაგნიტი(მაგნეტარი). ეს საშუალებას იძლევა აიხსნას ველის სტაბილურობა და დადგინდეს ინდუქციის ზედა ზღვარი 1012 ტესლა. ეს მონცემები სხვა და სხვა პულსარზე დაკვირვებებით არის დადგენილი.
მომაკვდავი ვარსკვლავი, ბრუნავს რა თავისი ღეძის გარშემო, ელექტორონებს და პროტონებს გამოტყორცნის. მაგნიტურ პოლუსებთან წარმოქმნილი პლაზმა გარემო სივრცეში უკან დაუბრუნებლად გადადის(ნაცრისფერი კონუსები). იმ შემთხვევაში, როცა ბრუნვის ღერძი(სურათზე ვერტიკალური) არ ემთხვევა მაგნიტური ველის(მწვანე) ღერძს, ჩნდება პულსირების ეფექტი: დედამიწამდე სიგნალი მოდის,როგორც შორეული შუქურას ნაწყვეტი სინათლე – პერიოდული ანთებები,პულსაციები.
მკვლევარები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ მათ მტკიცებულებას მაგნიტური მომენტების ორიენტაციის შესახებ აქვს გარკვეული ექსპერიმენტალური საფუძველი. ერთი შეხედვით ჰიპოთეზა ეწინააღმდეგება პაულის აკრძალვის პრინციპს – ნეიტრონები ფერმიონები არიან(ანუ ემორჩილებიან ფერმი-დირაკის სტატისტიკას) ამიტომ არანაირი ორი მათგანი არ შეიძლება იყონ ერთი და იგივე კვანტურ მდგომარეობაში. თუმცა, ავტორთა თქმით, ასეთი სისტემის ფორმირება გამორიცხული არაა, რადგან გაურკვეველია თუ სად არის კვანტური მექანიკის გამოყენების ზღვრები ნეიტრონული ვარსკვლავების წარმოქმნისას.
ნეიტრონული ვარსკვლავები თეორეტიკოსებისთვის კვლევის ყველაზე პოპულარული ობიექტები არიან. მაგალითად, ახლახან მეცნიერებმა ასეთი ვარსკვლავის შიგნით ფონონური ურთიერთქმედებები აღმოაჩინეს(ნეიტრონული ვარსკვლავების ქერქის შეშფოთებები, რომელიც ზემდენად ნეიტრონულ სითხეშია ჩძირული, ე.წ. ვარსკვლავძვრებს იწვევენ. ასეთი რყევების მიზეზი ობიექტის არამდგარადი მდგომარეობაა). ეს იმითაა გამოწვეული, რომ ზედა ფენის(ქერქი) სტრუქტურა ზემდენად სითხეში ჩაძირულ კრისტალურ მესერს წარმოადგენს.