ყველაზე ღრმა ოკეანე მზის სისტემაში

 მეცნიერთა მტკიცებით, მზის სისტემის ყველაზე ღრმა ოკეანე იუპიტერის თანამგზავრ ევროპაზეა. ზომით ევროპა მთვარეზე პატარაა. ის სილიკატური ქანებისგან შედგება, რკინის ბირთვით ცენტრში. ყინულოვანი ზედაპირი ერთ-ერთი ყველაზე გლუვია მზის სისტემაში. ის ზოლებითა და ნაპრალებითაა დაფარული. კრატერები ევროპას ზედაპირზე თითქმის არ არის.

 არსებობს ჰიპოთეზა იმის შესახებ, რომ ევროპას ზედაპირის ქვეშ წყლის ოკეანეა, რომელშიც შეიძლება არამიწიერი ცოცხალი მიკროორგანიზმები ცხოვრობენ.

 ოკეანის წარმოქნის ეს ჰიპოთეზა მოქცევითი აჩქარების(იუპიტერის მხრდიან(იო)) შედეგად გამოყოფილ სითბურ ენერგიას ეფუძნება. შედეგად წყალი თხევად მდგომარეობაში რჩება და გეოლოგიური აქტიურობაც ნარჩუნდება, რომელიც დედამიწისეული ტექტონიკური ბაქნების მოძრაობას ჰგავს.

 დედამოწაზე ყველაზე ღრმა წყნარი ოკეანეა. მისი სიღრმე 11 კილომეტრს აღწევს. მაგრამ წარმოიდგინეთ, რომ ევროპას ყველაზე ღრმა ოკეანეს სიღრმე 100 კილომეტრი შეიძლება იყოს! ნამდვილად ძნელი წარმოსადგენია!

 პლანეტოლოგთა ასეთი გამოთვლები ევროპას ზედაპირისქვეშა ოკეანეს ყველაზე ღრმას ხდის მზის სისტემაში. მეცნიერები დარწმუნებულნი არიან, რომ თხევადი წყლის ოკეანე, 10 კილომეტრის სისქის ყინულის ჯავშანის ქვეშ იმალება.

 

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.