მთვარის წარმომავლობის გაბატონებული ჰიპოთეზა ახალი კვლევით კიდევ უფრო განმტკიცდა: 4,5 მილიარდი წლის წინათ დედამიწა კოლოსალურმა დარტყმამ შეარყია(Space.Com). დღეისათვის ყველაზე უფრო მიღებული თეორია მთავრის წარმოშობის შესახებ მიიჩნევს, რომ ის ახალგაზრდა დედამიწასთან მარსის ზომის ობიექტის შეჯახების შედეგად ამოტყორცნილი ნამსხვრევებისგან შეიქმნა.
თუ მთვარის შემადგენელი თითქმის დედამიწის იდენტურია, მაშინ სად გაქრა დედამიწასთან შეჯახებული ობიექტის ნივთიერებათა კვალი? ახალი კვლევებით მეცნიერებმა სავარაუდოდ დაადგინეს, როგორ შეიძლებოდა ეს მომხდარიყო, თუმცა კატასტროფის სრულიად განსხვავებული სცენარები წარმოადგინეს.
სამი წლის წინ ორბიტალურმა ტელესკოპმა ”სპიცერმა” შორეული ეკზოპლანეტის სხვა დიდ ობიექტთან შეჯახების დაფიქისრება შეძლო – შესაძლებელია, რომ ჩვენი მთვარეც სწორედ ასე გაჩნდა.
პირველი ნამუშევარი მატეი კუკს SETI-დან და მის ჰარვარდელ კოლეგას სარა სტიუარტს ეკუთვნის. მაი გამოვლებით, იმ შორეულ დროში პლანეტა მაღალი სიჩქარით ბრუნავდა, დღე სულ რაღაც 2-3 საათი გრძელდებოდა. ეს სიჩქარე ჯერ კიდევ არ არის საკმარისი იმისათვის, რომ ცენტრიდანულმა ძალებმა დედამიწას ჩამოყალიბების საშუალება არ მისცენ, თუმცა სრულიად საკმარისია, შეჯახების შემთხვევაში, ორბიტაზე მთვარის ჩამოყალიბებისათვის საჭირო ნივთიერებების გასაფრქვევად(მას დედამიწაზე 100-კერ მცირე მასა აქვს). საჭირო აჩქარება პლანეტამ წინა შეჯახებებით მიიღო – ხოლო მთვარის გაჩენის მერე ნელ-ნელა დამუხრუჭება დაიწყო, მზესთან და ახლად დაბადებულ ანამგზავრთან გრავიტაციული ზემოქმედების გამო.
გიგანტურ შეჯახებამდე, მეცნიერები უცხო ობიექტის მასას 5-10 დედამიწის მასის ტოლფასად მიიჩნევენ. თუმცა მათი კოლეგები რობინ კენაპის ხელმძღვანელობით სხვა ციფრს ღებულობენ: მათი აზრით უცხო ობიექტი და დედამიწაც მთვარესტან ერთად თანაბარი მასების იყვნენ. ასეთი სცენარი ჯერ არასოდეს განხილულა, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ის ქირონის, პლუტონის დიდი თანამგზავრის წარმომავლობის ასახსნელადაა წარმოდგენილი.
რობინ კენაპის მიერ წარმოდგენილი სცენარის კომპიუტერულმა მოდელმა ”თანაბარი” შეჯახების შესახებ აჩვენა, რომ ორბიტაზე მატერიის საკმაოდ დიდი ღრუბელი წარმოიქმნება, რომელიც მართლაც იდენტურია შესამჩნევად დამძიმებული დედამიწის ზედა მანტიის შემადგენელისა. ასეთ დარტყმას პლანეტის ბრუნვის სიჩქარე უნდა გაეზარდა, რომელიც მომავალში, ზემოთ ხსენებული მექანიზმით დასტაბილიზირდა.
პროტოპლანეტების კომპიუტერული სიმულაცია, რომლებსაც დედამიწის მასის 45-55% ჰქონდათ. ფერი ტემპერატურას შეესაბამება. პირველადი შეჯახების მერე ორივე სხეული ისევ ხვდება ერთმანეთს, ისინი ერთმანეთს ერწყმიან, ხოლო ორბიტაზე ”პროტომთვარე” ჩნდება, დედამიწის მასის 3%, რომლის შემადგენელი დედამიწისას ლამის 99%-ით ემთხვევა.
httpv://www.youtube.com/watch?v=xbdxp0fa1hA
მთვარის გაჩენის ორი სცენარი
Posted by