დრეიკის ცნობილ ფორმულაზე დაყრდნობით შეგვიძლია დავადგინოთ მათთან კონტაქტზე გასვლის დრო. მეცნიერთა აზრით დღესდღეობით ჩვენს გალაქტიკაში 10-დან 100-მდე განვითარებული ცივილიზაცია არსებობს – აცხადებს კვლევის ერთ-ერთი ავტორი. მისი ვარაუდით, ჩვენ მათი არ უნდა შეგვეშინდეს, ისინი სულაც არ არიან ისეთები, როგოებიც ფანტასტიკური ჟანრის ფილმებში გამოჰყავთ. ბრიტანელი მეცნიერები გაეროსთვის იდეის მიწოდებაზე ფიქრობენ, რომლის მიხედვითაც უნდა შეიქმნას სააგენტო, დაკავებული უცხო ცივილიზაციასთან შეხვედრის საკითხებით(ჰოკინგის აზრი).
ზოგიერთი ასტრონომის აზრით ადამიანებსა და უცხოპლანეტელებს შორის კონტაქტის დამყარება უბრალოდ დროის ამბავია. ისინი უცხოებთან შეხვედრას 2025 წლისთვის ვარაუდობენ. გაგიკვირდებათ და მათ უცხოპლანეტელის პორტრეტის შექმნაც კი მოახერხეს, მას „ჯო უცხოპლანეტელი“ უწოდეს, ის, როგოც ავტორები აცხადებენ, ყველა ფიზიკური და ბიოლოგიური კანონებით არის შექმნილი.
2009 წელს ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ ამოუცნობი მფრინავი ობიექტების საკვლევი დეპარტამენტი დახურა, იგივე გააკეთა ნასამაც, ეს პროექტები თან დიდ თანხებთან იყო დაკავშირებული.
დრეიკის ფორმულა: N = R * f(p) * n(е) * f(l) * f(i) *f(c) * L
ის 1960 წელს კალიფორნიის ინივერსიტეტის ასტრონომიისა და ასტროფიზიკის ფროფესორმა ფრენკ დონალდ დრეიკმა გამოიყვანა. განტოლება უცხო ცივილიზაციების არსებობის 7 ფაქტორს განსაზღვრავს: ახალი ვარსკვლვის დაბადება, მის გარშემო პლანეტების რაოდენობა, მათზე სიცოცხლისათის თავსებადი პირობების არსებობა და ა.შ.
რამდენად დაგვეხმარება ეს ფორმულა უცხო ცივილოზაციების აღმოჩენაში და რამდენად სარწმუნოა ის ფაქტი, რომ უცხოპლანეტელები ნამდვილად გვესტუმრებიან და ხელს ჩამოგვართმევენ, თქვენი გადასაწყვეტი იყოს.
ავტორი: თეო ჯაფარიძე.