შერწყმის პროცესში მყოფი გალაქტიკები

 გლობალური შერწყმის ბოლო ფაზაზე მყოფი წყვილი, ჩვენიდან 250 მილიონი სინათლის წლის მანძილზე, კიბოს თანავარსკვლავერდის მიმართულებით მდებარეობს. შეჯახებამ ვარსკვლავთწარმომქმნელი ოროცესების პროვოცირება გამოიწვია, ელვარე ბირთვების ახლოს და ადვილად შესამჩნევ, მოქცევით გაჩენილი კუდების გასწვრივ. რაღაც ამდაგვარი შორეულ წარსულში ირმის ნახტომსაც შეემთხვევა. ერთმანეთის საწინააღმდეგოდ გამოწელილი კუდები მტვრით, გაზითა და ახალგაზრდა ცისფერი ვარსკვლავების გროვებითაა შევსებული. შერწყმის პროცესში მყოფი ბირთვებიდან ისინი 50 000 სინათლის წლის მანძილზეა გადაჭიმული. ზემასიურ შავ ხვრელთან ახლოს შერწყმით გამოწვეული გაზის ინეტნსიური აკრეცია, გალაქტიკის ცენტრალური ნაწილის აქტიურობისთვის საჭირო საწვავის როლში გამოდის. ინტენსიური ვარსკვლავთწარმომქნელი პროცესები და ბირთვის აქტიურობა, გალაქტიკა NGC 2623-ს ელექტრომაგნიტური გამოსხივების მთელ სპექტრში აელვარებს. ”ჰაბლის” მემკვიდრეობის არქივიდან ამოღებული გალაქტიკა NGC 2623 (იგივე Arp 243)-ის ამ მკაფიო გამოსახულებაზე, ასევე შორეული, ფონური გალქტიკებიც ჩანს, რომლებიც ყველა მიმართუელბით არის მიმოფანტული.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.