კოლორადოს უნივერსიტეტის ასტროფიზიკოსებმა ორი შავი ხვრელის შერწყმის კომპიუტერული მოდელირება ჩაატარეს(NASA).
ნაშრომის ჩარჩოებში მოცენიერები ხვრელების აკრეციული დისკოების ქცევის მოდელირებას ახდენდნენ. მოდელირება სუპერკომპიუტეერზე ჩატარდა. მეცნიერთა თქმით, მათ შეძლეს დინამიური ეფექტების აღმოჩენა, რომლებიც ყველაფერთან ერთად ჯეტების, სინათლის მახლობელი სიჩქარით მოძრავი მატერიის ამონაფრქვევების, წარმოქმნაზე არიან პასუხისმგებელნი. მკვლევარები თვლიან, რომ სწორედ ასეთი ჯეტები წარმოქმნიან ე.წ. რენტგენულ ანთებებს.
შერწყმის პროცესში მყოფი ხვრელების წყვილი გრავიტაციული ტალღების რეგისტრაციისათვის შესაფერის კანდიდატებად განიხილებიან. გრავიტაციული ტალღა დრო-სივრცის სტრუქტურის შეშფოთებაა. ეს ტალღები ფარდობითობის თეორიითაა ნაწინასწარმეტყველევი, თუმცა, ამ დრომდე მათი დაფიქსირება ვერ ხერხდება.
ეს იმას უკავშირდება, რომ შეშფოთებების სარეგისტრაციოდ თანამედროვე აპარატურას მგრძნობელობა არ ჰყოფნის. კერძოდ, მაგალითად, LIGO – ა.შ.შ-ს გრავიტაციული ობსერვატორია, რომელშიც 2002 წლიდან დაწყებული გრავიტაციული ტალღების დაფიქსირება ვერაფრით ვერ მოხერხდა. ამჟამდ კოსმოსური ინტენფერომეტრის LISA-ს პროექტი განიხილება, რომელიც მეტი მგრძნობელიბით იქნება გამორჩეული, ვიდრე მისი წინამორბედნი(სამყარო ჰოლოგრამაა?!).
httpv://www.youtube.com/watch?v=hbuwOIAH0xE&feature=share&list=UUxVD53UjxISfL5dJJ88rsIg