”ბნელი ენერგიის კამერა” პირველ ფოტოებს იღებს

 ახალი ასტრონომული ციფრული კამერა, რომელიც ჩილეს ობსერვატორიაშია, უკიდურესად შორეული გალაქტიკის ფოტოებს იღებს.

 რვა წლიანი მუშაობის მერე, მიღებული გამოსახულება მილიარდობით სინათლის წლის იქეთ მდებარე კოსმოსური ობიექტების ”პირველ სინათლედ” იქცა, რომელიც DEC(”Dark Energy Camera” ან ”ბნელი ენერგიის კამერა”)-მა გადაიღო.

 ”ბნელი ენერგიის კამერით” მიღებული და გადიდებული გამოსახულება – სფერული ვარსკვლავთგროვა ტუკანის(1) 47(NGC 104). მანძილი – 17 000 სინათლის წელი დედამიწიდან.


იმავე კამერით 2012 წლის სექტემბერში გადაღებული სპირალური გალაქტიკა ბარით – NGC 1365. მანძილი – 60 მილიონი სინათლის წელი.

 მეცნიერები ბნელი ენერგიის არსებობას უშვებენ, თუმცა ამ სუბსტანციის ზუსტ განსაზღვებას ისინი ვერ იძლევიან. იგულისხმება სუბსტანცია, რომელიც სამყაროს აჩქარებით აფართოებს. ”ბნელი ენერგიის კამერა” ამ გამოცანის ამოსახსნელად არის შექმნილი, შორეული კოსმოსის რუკის შესადგენად, იმ ზეგავლენის გამოსავლენად, რომლითაც ბნელი ენერგია ინფრაწითელ და ხილულ სინათლეზე ახდენს.

”ბნელი ენერგიის კამერა” ფერმის სახელობის ამაჩქარებლის ლაბორატორიაში(ფერმილაბი) შეიქმნა, დაყენებულია ვიქტორ მ. ბლანკოს ტელესკოპზე. კამერა მაღალი გარჩევადობის 570 მეგაპიქსელიან ფოტოებს იღებს. მეცნიერთა თქმით, კამერა ერთდროულად 100 ათასი გალაქტიკის გადაღებას ახერხებს, რომელბიც 8 მილიარდი სინათლის წლის მანძილზე არიან განლაგებულნი.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.