მზის სისტემის მშობლები…

 ზოგიერთი თეორიის თანახმად, მზის სისტემის გაჩენა ახლოს მდებარე ზეახლის აფეთქებით იქნა პროვოცირებული ან ე.წ. ასიმპტომური ტოტის ზეგიგანტის(ა.ტ.ზ.) ზემოქმედებით.
_ჩვენი მნათობის ჩამოყალიბების დაწყება 4,59 მილიარდი წლის წინ, შესაძლებელია, ზეახლის აფეთექებამ გამოიწვია, რომელიც ახლოს იმყოფებოდა იმ გაზურ-მტვროვან ნისლეულთან, რომელშიც საბოლოოდ მზის სისტემა წარმოიქმნა. მეორე თაობის ასეთი ვარსკვლავები აფეთქების დროს მძიმე ელემენტებს აჩენენ – ოქრო, პლატინა, ტრანსურანული ელემენტები. დედამიწა და ასტეროიდები თავიანთი ქიმიური შემადგენლობით ამ ვარაუდის ჭეშმარიტებას ადასტურებენ.
 ალტერნატივად ისევ და ისევ ვარსკვლავის ზემოქმედებას განიხილავენ, ოღონდ სხვანაირი ტიპის ვარსკვლავის, რომელიც არა ზეახლად ფეთქდება, არამედ ასიმპტომური ტოტის ზეგიგანტებს მიეკუთვნება ჰერცშპრუნგ-რესელის დიაგრამაზე. თავისი ევოლუციის გზაზე მილიარდობით წლის მერე მზეც გიგანტად გადაიქცევა. ასეთი გიგანტები მძლავრი ვარსკვლავური ქარებით გამოირჩევიან – ისინი პლაზმას დიდი სიჩქარითა და ინტენსივობით აფრქვევენ, რაც ახლო სივრცეში ნივთიერებათა ერთად თავმოყრაზე მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს.
 მოდელირებამ აჩვენა, რომ უპირატესობა ზეახლების მხარეზეა, რადგან ა.ტ.ზ-ს დარტყმითი ფრონტი ზედმეტად ნელი და მასიურია, ვიდრე ზეახლების დარტყმითი ტალღები. წითელი გიგანტის დარტყმითი ტალღა რკინა-60-ს პროტოპლანეტარული ნისლეულის მხოლოდ პერიფერიებზე თუ მიიტანდა, მის შიგნით კი ვერ შეაღწევდა.

 მზის ტიპის ვარსკვლავების ევოლუციის მოდელი ადრე საკმაოდ მარტივად გამოიყურებოდა: მზის სისტემისა და მისი პლანეტების სუფთად გრავიტაციული შეკუმშვით ჩამოყალიბება ყოველგვარი გარე ზემოქმედების გარეშე, სულ რაღაც რამდენიმე ათასწლეულში. თუმცა, მზის სისტემაში ანომალურად დიდი რაოდენობის ოქროსა(კოსმოსური ოქროს შესახებ,1) და ურანის არსებობა ზეახლების ახლო აფეთქებების გათვალისწინებას მოითხოვს, რომელთაც ასეთი იზიტოპური შემადგენლით უზრუნველყოფა შეუძლიათ. ხოლო პროტოვარსკვლავის წარმოქმნის ვადა, რომელიც 0,1 მილიონ წლადაა შეფასებული, შეიძლება ზედმეტად გადაჭარბებულიც კი აღმოჩნდეს.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.