რა სიჩქარეებით მოძრაობს მზე და დედამიწა?(ომარი)

 მზის ბრუნვა, სხვა ვარსკვლავებისაზე უკეთაა შესწავლილი. ბრუნვის კუთხური სიჩქარე იცვლება, როგორც განედების, ასევე სიღრმის მიხედვით, რაც ძირითადათ გარე ფენებში ნივთიერების ცირკულაციის(კონვექცია) გამო ხდება. ასევე კორიოლისის(ინერციის ერთ-ერთი სახე, თავს იჩენს ბრუნვის ღერძის მიმართ კუთხით მოძრაობის დროს) აჩქარების, პოლუსებსა და ეკვატორს შორის ტემპერატურათა სხვაობის გამო. გარე ფენების ბრუნვის პერიოდი, ეკვატორის მიმართ კუთხურ მანძილზეა დამოკიდებული(ჰელიოგრაფული განედი). ეკვატორზე წრფივი ბრუნვის სიჩქარე არის 2 კმ.წმ-ში, რაც 25 დღე-ღამიან პერიოდს შეესაბამება. გალაქტიკის ბირთვის გარშემო პლანეტებთან ერთად მზე 220 კმ/წმ-ით, ხოლო მეზობელი ვარსკვლავების მიმართ 14 კმ/წმ. სიჩქარით მოძრაობს. პოლუსებთან პერიოდი 36 დღე-ღამემდე იზრდება. საშუალოდ, ბრუნვის პერიოდი 30o განედზე დაახლოებით 27 დღე-ღამეა, აქ ყველაზე მეტად არის გამოხატული მზის აქტიურობისთვის დამახასიათებელი მოვლენები. ეს ყველაფერი გამოწვეულია იმით, რომ მზე არ არის მყარი სხეული, მისი საშუალო სიმკვრივე მკვდარი ზღვის წყლის სიმკვრივის ტოლია.

დედამიწის დღე-ღამური ბრუნვა ეს არის დედამიწის ბრუნვა თავისი ღერძის გარშემო ერთი ვარსკვლავური დღე-ღამის პერიოდით, რაც ცის სფეროს დღე-ღამური ბრუნვის უშუალო დამზერით შეიძლება დავაფიქსიროთ. ბრუნვა ხდება დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ, საათის ისრის მოძრაობის საწინააღმდეგო მიმართულებით. დედამიწა სრულ ბრუნს 23 სთ. 56 წთ და 4 წმ-ს ანდომებს. ბრუნვის სიჩქარეა 460 მ/წმ-ში, ორბიტაზე(ანუ მზის გარშემო) მოძრაობის სიჩქარე კი 30 კმ/წმ.

One comment

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.