უცნაური გამოსხივება, რომელიც ირმის ნახტომის ცენტრიდან მოდის შესაძლებელია იქ ბნელი მატერიის არსებობის ნიშანი იყოს, მატერიისა, რომელზეც, როგორც მეცნიერები თვლიან, ჩვენი სამყაროს მასის მეტი ნაწილი მოდის.
მკვლევარებმა ევროპის კოსმოსური სააგენტოს ორბიტალური ტელესკოპის ”პლანკი”-ს საშუალებით, დეტალურად შეისწავლეს გამოსხივება, რომელიც ჩვენი გალაქტიკის ცენტრში უცნაურ კვამლის მაგვარ სტრუქტურას ქმნის. მათ შეამჩნიეს, რომ ეს ”ბურუსი” მნიშვნელოვნად განსხვავდება ჩვეულებრივი მატერიისგან, რომლისგანაც სამყაროს ხილული და კვლევისათვის თავსებადი ნაწილი შედგება.
Pavel Naselsky დანიის ნილს ბორის სახელობის ინსტიტუტიდან ამბობს:” გამოსხივება არ შეიძლება აიხსნას სტრუქტურული მექანიზმებით, არც ზეახლების აფეთქებებით… ჩვენი ვარაუდით, აღმოჩენა ბნელი მატერიის არსებობის სასარგებლოდ შეიძლება მეტყველებდეს. მეორეს მხრივ, ჩვენ ნაწილაკების აჩქარების ფიზიკოსებისათვის აქამდე უცნობი მექანიზმი აღმოვაჩინეთ”.
გალქტიკური ”ბურუსის” ნიშნები პირველად 2004 წელს კოსმოსურმა ზონდმა WMAP-მა აღმოაჩინა. ამ მომენტიდან ცდილობენ მეცნიერები ხსენებული მოვლენის ახსნას.
ახალ კვლევებში მეცნიერებმა ორივე ზონდიდან(”პლანკი”, WMAP) მიღებული მონაცემები გამოიყენეს, გამოსხივების სპექტრის მიკროტალღურ ნაწილზე დაკვირვებით. აღმოჩენილ იქნა სინქროტრონულის მაგვარი გამოსოხივება, რომელსაც გალქტიკურ მაგნიტურ ველში წარმოუდგენელი სიჩქარეებით მოძრავი ელექტრონები და პოზიტრონები წარმოქმნიან.
თუ აღმოჩენა დამტკიცდა, მაშინ ”ბურუსი” ბნელი მატერიის არსებობის ნიშანი იქნება, რომლსაც მეცნიერები უკვე 80 წელია ეძებენ(ფრიც ცვიკი).
სავარაუდოთ, ბნელი მატერია ჩვენი სამყაროს ყველა ნაიწლში, ძირითადათ გალაქტიკებშია თავმოყრილი. წამყვანი თეორიების მიხედვით ბნელი მატერიის შემადგენელი ნაწილაკები ე.წ. ვიმპები არიან(WIMPs). კვლევით დაფიქსირებული მოკროტალღური გამოსხივება კი ბნელი მატერიის ანიჰილაციის შედეგია.