გაურკვევლობა ჩვენი გალაქტიკის ცენტრში

 მკვლევართა ჯგუფმა ირმის ნახტომის ცენტრის უცნაური ინგრედიენტები აღმოაჩინა, ცენტრალური მოლეკულური რეგიონის კვლევის დროს.

 მეცნიერებმა უშუალოდ გალაქტიკის ცენტრში მასიური და სქელი მოლეკულური ღრუბლები აღმოაჩინეს. თან, ეს მოლეკულური ღრუბლები მაღალი ტურბულენტურობით გამოირჩევიან.

 შეგახსენებთ, რომ ტურბულენტობა სითხის ან გაზის სწრაფი დენის დროს მასში გარე ზემოქმედების გარეშე სხვა და სხვა ზომის ტალღების და ხვეულების წარმოქმნით გამოიხატება.

 მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ეს რეგიონი, სადაც ხსენებული ტურბულენტური ღრუბლები მდებარეობენ, ჩვენი გალაქტიკის ზემასიური შავი ხვრელის ადგილსამყოფელი უნდა იყოს.

 სავარაუდოდ, ეს ზემასიური ხვრელი მზის მასას 4 მილიონჯერ აჭარბებს. როგორც წესი, ასეთ რეგიონებში ყოველთვის არის სქელი გაზური ღრუბლების დიდი რაოდენობა, რაც აქ ახალი ვარსკვლავების ფორმირებას უწყობს ხელს.

ასტრონომები ასეთ ობიექტებს რადიოტელესკოპებით სწავლობენ. კვლევის მსველობისას გალაქტიკის ცენტრში 4 ასეთი დიდი და სქელი ღრუბელი იქნა აღმოჩენილი, რომლებსაც, თავისებური შუალედური მასა აქვთ ხვრელსა და მის შემომფარგლავ გარემოს შორის. ყველა ეს შესქელებები ერთმანეთს დაახლოებით 30 000 სინათლის წლით არიან დაშორებულნი. ღრბუბლები დიდი სიჩქარით მოძრაობენ დისკოს გარშემო, რომელიც სავარაუდოდ, ჩვენი გალაქტიკის ზემასიურ ხვრელს შემოსაზღვრავს.

 

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.