ექსპერტები ცდილობენ გაარკვიონ, რა მიზნით ღებავენ კოსმოსური სააგენტოები მათ მიერ მიღებულ ფოტოებს ცრუ ფერებში და მხოლოდ ამის შემდეგ გვიჩვენებენ ჩვენ.
ფოტოექსპერტებმა უკვე არა ერთხელ შეამჩნიეს, რომ ფოტოები, რომლებსაც კოსმოსური სააგენტოები აქვეყნებენ, მაგალითად NASA და ESA, ფართო საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი მოგვიანებით, თან გადაკეთებულ ფერებში, ხდება.
”კარგია, რომ თვითონ ფოტოები მაინც არის ნამდვილი, გდაკეთებული კი მხოლოდ ფერებია. არის თუ არა ეს დანაშაული” – ამბობს ანონიმი არიზონელი ფოტოექსპოერტი.
2004 წელს არა ერთხელ წამოიჭრა საკითხი იმის შესახებ, რომ NASA თავისი კოსმოსური აპარატებით მიღებულ ფოტოებს მუდმივად არაბუნებრივ ფერებში ღებავს. ექსპერტებმა ამერიკის კოსმოსური სააგენტო, ფოტოების გადაკეთებით, მათი პროექტების პროპაგანდაში დაადანაშაულეს. მაგალითად, წითელი პლანეტის პრაქტიკულად ყველა ფოტო ყალბ ფერებშია წარმოდგენილი. ეს ყველაფერი მარსის კვლევის პროპაგანდისთვის ხდება, ფოტოების უფრო მიმზიდველი და მითიური ფორმებით წარმოდგენით.
NASA-ს წარმომადგენლები თავს იმართლებენ – ეს მხოლოდ იმისთვის ხდება, რომ კოსმოსური ობიექტების, ასევე მარსის და სხვა პლანეტების ზედაპირების ფოტოები უფრო მკაფიო და ნათელი რომ იყოს, რათა ადვილი იყოს მათი აღქმა.
”ინფრაწიტელი ფილტრების გამოყენება უბრალოდ აცუცილებელია, რათა მკრთალი ობიექტებიც მკაფიოდ დავინახოთ. ყალბი გერების ხშირი გამოყენება იმაზე არ მეტყველებს, რომ ფოტოც ყალბია” – ამბობენ NASA-ს წარმომადგენლები.