მართლაც ასე საშიშია ასტრონავტებისთვის კოსმოსში ფრენა? ამ კითხვაზე ამერიკის კოსმოსის კვლევის სააგენტო NASA პასუხობს. ის გახდა კვლევის სპონსორი, რათა გაირკვეს, როგორ მოქმედებს ასტრონავტების ჯანმრთელობასა და აღქმის სისტემაზე კოსმოსური ფრენები. კვლევების დროს დადგინდა, რომ კოსმოსში 6 თვე და მეტი ვადით ყოფნას, ასტრონავტთა ვიზუალური აღქმის აპარატის მუშაობაში შეუძლია ცვლილებათა მთელი სპექტრი გამოიწვიოს.
ექიმებმა შეამჩნიეს, რომ ასტრონავტებს, გრძელ ვადიანი ფრენიდან მიწაზე დაბრუნების შემდეგ, მხედველობის გაუარესება აღენიშნებოდათ.
კვლევებით მიღებულ შედეგებს შეუძლიათ მნიშვნელოვანი ცვლილებები შეიტანონ დიდი ხნით პილოტირებული მისიების შემუშავებაში, როგორიცაა, მაგალითად, გაფრენა მარსეზე.
კვლევაში ექიმთა დიდი ჯგუფი იყო ჩართული, ქვეყნის აუკეთესო ოფთალმოლოგთა ჩათვლით.
კვლევა ჩაუტარდათ ასტრონავტებს, რომელთაგან შვიდი 50 წლამდე ასაკისაა. ამათგან ვინც კოსმოსში 6 თვე და მეტი ხნით, უწყვეტი მისიით იმყოფბოდა ორბიტაზე, ჰქონდათ მხედველობასთან დაკაშირებული პრობლემები. ყოველ მათგანს აღენიშნებოდა ცვლილება მხედველობის სისტემაში და აღქმის ვიზუალიზაციაში. ოფთალმოლოგთა თქმით, მხედველობის დაბინდვა, კოსმოში დიდი ხნით ყოფნის მერე, რამდენიმე კვირიდან რამდენიმე თვის განმავლობაში შეიძლება გაგრძელდეს.
ექიმებმა ამ პრობლემების ხომალდების გაშვებესთან კაშირი გამორიცხეს, აგრეთვე არაფერ შუაშია მიკროგრავიტაცია და ატმოსფეროში შემოსვლაც, რადგან მხედველობის გაუარესება აღენიშნებოდათ მხოლოდ მათ, ვინც დიდი ხნით იმყოფებოდა კოსმოსში, კერძოდ კი 6 თვე და მეტი.
კოსმოში დიდი ხნით ყოფნა, როგორც ჩანს, ასტრონავტების შიდა თავის ქალის წნევაზე მოქმედებს, რაც თავის მხრივ იწვევს ანომალიებს მხედველობის სისტემაში. ზუსტი მიზეზი მომავალი კვლევებით დადგინდება.
ძნელია ასტრონავტობა?
წამალი კოსმოსში ეფექტურობას კარგავს(გაადიდე).
დიდი ხნით მოგზაურობის შემთხვევაში ასტრონავტები ვერ იქნებიან დედამიწაზე დამზადებული წამლების იმედზე. პარაცეტამოლი არ დაწევს სიცხეს, ანტიბიოტიკები არ დახოცავენ ინფექციებს: ლინდონ ჯონსონის სახელობის კოსმოსური ცენტრის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ წამლების ეფექტურობა მკვეთრად მცირდება დედამიწის ფარგლებს გარეთ.
ნაშრომში, რომელიც ამერიკელი ფარმაცევტ-მკვლევარების ასოციაციის ჟურნალში გამოქვეყნდა( AAPS Journal), გაკეთდა დასკვნა – წამლების სამედიცინო თვისებების დაკარგვის შესაძლო მიზეზი შეიძლება იყოს კოსმოსურ სადგურზე არსებული მაღალი რადიაციული ფონი.
ავტორების თქმით, რაც უფრო დიდ ხანს გაგრძელდება კოსმოსური მოგზაურობა, მით მეტი წამალი იქნება საჭირო. დედამიწის პირობებში წამლების ვარგისიანობის ვადა 2 წელს შეადგენს. ამასთან ერთად მედიკამენტები უნდა ინახებოდეს მშრალ და ცივ ადგილზე.
კოსმოსური ხომალდის ბორტზე სრულიად განსხვავებული პირობებია. თუ ტემპერატურის და ტენიანობის კონტროლი შესაძლებელია, რადიაციის, გადატვირთვების, ვიბრაციის(ასევე სუსტი გრავიტაცია), კონტროლი შეუძლებელია.
მკვლევარებმა საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე გააგზავნეს ოთხი ყუთი, რომლებშიც მოთავსებული იყო 35 სხვა და სხვა ტიპის სამედიცინო პრეპარატი. ზუსტად ასეთი ყუთები კი დატოვებულ იქნა დედამიწაზე, ჯონსონის სახელობის კოსმოსურ ცენტრში. ერთი კოლოფი 13 დღის მერე დააბრუნეს, ხოლო მეორე 28 თვის მერე. ყველა შემთხვევში, კოსმოსში ნამყოფი წამლების ეფექტურობა დაბალი იყო ანალოგურ, დედამიწაზე დატოვებულ წამლებთან შედარებით.
თუმცა, პრეპარატები, რომლებიც ადვილად უერთდებიან ჟანგბადს(იჟანგებიან), სადგურზე მაღალი ნახშირორჟანგის შემცველობის გამო უფრო დიდხანს ინახებიან, ვიდრე დედამიწაზე. ამიტომ, მაგალითად, ვიტამინი A და C, ასევე ადრენალინი თავიანთ თვისებებს უფრო დიდ ხანს ინარჩუნებენ ვიდრე მიწაზე.