ლაპარაკი რა თქმა უნდა არა კენკრაზე, არამედ ჰემატიტურ(რკინის ოქსიდი) ბურთულებზეა, რომლებიც ამერიკულმა მარსმავალმა ”ოპორტუნიტიმ” აღმოაჩინა.
მოცვი ამ ბურთულებს მარსმავალის მიერ არაბუნებრივ მოცისფრო ფერში გაკეთებული გამოსახულების გამო შეარქვეს, ბურთულები ფოტოზე მართლაც მოცვს ჰგავდნენ.
შავ-თეთრ ვარიანტში ეს მარსული ბურთულები ასე გამოიყურებიან:
მეცნიერებს ჯეჯერობით არ შეუძლიათ თქვან ზუსტად, რა ფიზიკურმა და ქიმიურმა პროცესებმა შექმნეს ეს პატარა მრგვალი ბურთულები ჰემატიტური და გრუნტის სხვა ჩანართებით.
”ჩვენ ამ უცნაურ ობიექტებს ”ბურთულებს” ან ”მოცვს” ვეძახით, თუმცა მათი წარმომავლობის შესახებ ჩვენ ძალიან ცოტა ვიცით. სამაგიეროდ ზუსტად ვიცით ის, რომ ისინი კარგად ეწინააღმდეგებიან ეროზიას” – ამბობს დოქტორი სტივ სქუაერსი.
ამ ჰემატიტური ბურთულების ზომა სულ რაღაც 100-250 მიკრომეტრს შეადგენს. 1 მიკრომეტრი 10-6 მეტრს უტოლდება(10-3 მილიმეტრი). აქვთ ფორებიანი, მომრგვალო, იშვიათად ოვალური ფორმები.
მკვლევარების ვარაუდით, ჰემატიტური ბურთულები მარსზე ვულკანური ამოფრქვევების დროს ზედაპირზე სხვა და სხვა ჩანართებიანი ნაწილაკების მოხვედრით ჩამოყალიბდნენ. აღსანიშნავია, რომ ისინი არამარტო ზედაპირზე, არამედ სიღრმებშიც იქნა ნანახი. გაგუგებარია როგორ მიიღეს მათ მრგვალი ფორმები, თუმცა ეს ნამდვილად არ მოხდებოდა თხევადი წყლის გარეშე.