მესამე პლანეტა მზიდან, უდიდესი, დიამეტრითა და მასით, ყველაზე მაღალ სიმკვრივესთან ერთად, დედამიწის ჯგუფის პლანეტებს შორის (მერკური, ვენერა, მარსი). სამყაროში, ადამიანებისთვის ცნობილი ერთად-ერთი კოსმოსური სხეული, რომლიც ცოცხალი არსებებითაა დასახლებული. კვლევითი მონაცემები იმაზე მიუთითებს, რომ დედამიწა, გაზ-მტვრის ღრუბელში დაახლოებით 4,54 მილირადი წლის წინ წარმოიქმნა და მალევე შეიძინა ბუნებრივი თანამგზავრი – მთვარე. სიცოცხლე დედამიწაზე დაახლოებით 3,5 მილიარდი წლის წინ გაჩნდა. მას მერე პლანეტის ატმოსფერო მნიშვნელოვნად შეიცვალა, ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ცოცხალი ორგანიზმების სიმრავლეც იყო. ატმოსფერული ოზონის სფერო, მაგნიტურ ველთან ერთად, მზიდან და კოსმოსიდან მომავალ მავნებელ რადიაციას ასუსტებს, რითაც სიცოცხლისთვის შესაფერის პირობებს ინარჩუნებს. დედამიწის ქერქი რამდენიმე სეგმენტადაა დაყოფილი, რომლებიც მრავალ მილიონიანი პერიოდების განმავლობაში ნელ-ნელა მიგრირებს. ზედაპირის დაახლოებით 70,8%-ს მსოფლიო ოკეანე იკავებს, დარჩენილ ნაწილს კი კონტინენტები და კუნძულები. სიცოცხლისთვის აუცილებელი ზედაპირული თხევადი წყალი არ არის მზის სისტემის არცერთ ცნობილ პლანეტასა თუ პლანეტოიდის ზედაპირზე. დედამიწის შიდა რეგიონები საკმაოდ აქტიურია და შედგება სქელი, შედარებით მყარი ფენის, ანუ მანტიისგან, რომელიც გარე თხევად ბირთვს(ეს უკანასკნელი ელ.მაგნიტური ველის წყაროა) და ცენტრალურ, მყარი რკინის ბირთვს ფარავს.
დედამიწა სხვა კოსმოსურ ობიექტებთნ გრავიტაციული ძალებით ურთიერთქმედებს. მოძრაობს მზის გარშემო და ერთ სრულ ბრუნს დაახლოებით 365,26 დღეს ანდომებს. დედამიწის ბრუნვის ღერძი მისი ორბიტული სიბრტყის (ეკლიპტიკის) მიმართ 23,4°-ით არის გადახრილი, რაც სეზონების ცვლილებას იწვევს. მთვარემ, დედამიწის გარშემო თავის ორბიტაზე ბრუნვა დაახლოებით 4,53 მილიარდი წლის წინ დაიწყო, რამაც პლანეტის ღერძის დახრილობის სტაბილიზირება მოახდინა და არის მოქცევების წყარო, რაც დედამიწის ბრუნვის შენელებას იწვევს. ზოგიერთი თეორიის მიხედვით, ასტეროიდულმა ბომბარდირებამ დედამიწის ზედაპირის მნიშვნელოვანი ცვლილება გამოიწვია, ასევე, ცოცხალი ორგანიზმების მასიური გადაშენება (რამდენიმე ეტაპად).
პლანეტის მომავალი მზის მომავალთან მჭიდროდაა დაკავშირებული. მნათობის ბირთვში სინთეზირებული ჰელიუმის დაგროვების გამო, ჩვენი ვარსკვლავის ნათობა მნიშვნელოვნად მოიმატებს. მზის ელვარება შემდეგი 1,1 მილიარდი წლის განმავლობაში 10%-ით, ხოლო 3,5 მლრდ. წლის მერე 40%-ით მოიმატებს. ზოგიერთი კლიმატური მოდელის მიხედვით, მზიური გამოსხივების რაოდენობის ზრდას კატასტროფული შედეგები მოჰყვება, მსოფლიო ოკეანის აორქთლების ჩათვლით.
ზედაპირის ტემპერატურის მატება არაორგანული ნახშირორჟანგის ცირკულაციას დააჩქარებს, მცენარეებისთვის მისი კონცენტრაციის სასიკვდილო დონემდე შემცირებით. მზე მუდმივად უცვლელიც რომ იყოს, დედამიწის წიაღის განუწყვეტელი გაცივება, ოკეანისა და ატმოსფეროს დიდი ნაწილის დანაკარგით დასარულდება (ვულკანური აქტიურობის შემცირების გამო). კიდევ ერთი მილიარდი წლის მერე ზედაპირული წყალი საერთოდ გაქრება. დაახლოებით 5 მილიარდი წლის მერე მზე წითელ გიგანტად გადაიქცევა. მოდელი აჩვენებს, რომ მისი დიამტერი 1 ასტრონომულ ერთეულამდე (1ა.ე.= 150 000 000 კმ, მანძილი დედამიწიდან მზემდე) გაფართოვდება. თუმცა იმ დროისთვის დედამიწის ორბიტა 1,7 ა.ე-მდე გაიზრდება, მზის მასის დანაკარგით შემცირებული გრავიტაციული ძალის გამო. დედამიწა მზის გარე ფენებით შთანთქმას შეიძლება გადაურჩეს, მაგრამ ვარსკვლავთან ასეთი კატასტროფული სიახლოვე ცოცხალი ორგანიზმების უმეტესობის, ან ყველა არსების დაღუპვას გამოიწვევს.
მზე, ევოლუციის ბოლოს გარე ფენებს მოიშორებს და თეთრ ჯუჯად გადაიქცევა. თუ დედამიწა ამ პროცესებს მაინც გადაურჩა, მაშინ კიდევ მრავალი მილიარდი და ტრილიონი წლები იარსებებს, სანამ იარსებებს სამყარო, თუმცა სიცოცხლისათვის შესაფერისი პირობები (ყოველ შემხვევაში, დღევანდელის მსგავსი) უკვე აღრ იქნება.
ერთი კითხვა მაქვს
დედამიწის თავისი ბუნვის ღერძი მისი ორბიტალური სიბრტყის მიმართ რამდენი გრადუსით არიდ გადახრილი
ხომ წერია სტატიაში.