მეცნიერთა ჯგუფმა ჩვენი მნათობის ზუსტი ზომა დაადგინა.
მეცნიერებმა ჰავაიდან, ბრაზილიიდან და კალიფორნიიდან მზის დიამეტრი რამდენიმე კოსმოსური აპარატის დახმარებით, 2003 და 2006 წლებში მერკურის მოძრაობის წანაცვლებაზე დაკვირვებით, აქამდე არნახული სიზუსტით გაზომეს.
მათ მზის რადიუსი გაზომეს, რომელიც 696 342 კილომეტრს შეადგენს, ცდომილებით სულ რაღაც 65 კილომეტრი. ეს ნასას კოსმოსურ თანამგზავრზე არსებული ტელესკოპის საშუალებით მოხერხდა, რომელიც გამოსახულების გადღაბვნის თავიდან აშორების საშუალებას იძლევა, რაც დედამიწის ატმოსფეროთია გამოწვეული, თუ გადაღება მიწის ზედაპირიდან ხდება. გაზომვები მზის ორბიტალური ობსერვატორია SOHO-ზე დაყენებული ინსტრუმენტის MDI(Michelson Doppler Imager)-ის საშუალებით მოხდა.
მერკურის წანაცვლება ასწლეულში 12-13-ჯერ ხდება და ამ მოვლენაზე დაკვირვება ჩენ საშუალებას გვაძლევს კიდევ უფრო სრულვყოთ წარმოდგენა მზის შინაგან სტრუქტურაზე და კავშირზე მნათობსა და დედამიწის კლიმატს შორის“ – ამბობს კვლევის ერთ-ერთი მონაწილე.
ჯგუფი ვენერას მზის დისკოზე გავლას ელოდება, რომელიც 5 ივნისს მოხდება. ისინი იმედოვნებენ, რომ მსგავსი დაკვირვებები კიდევ უფრო მეტ სიზუსტეს შეიტანენ ჩვენი ვარსკვლავის ზომების დადგენის საქმეში.