კოსმოსური ბუშტები ჩვენს გალაქტიკაში

 მეცნიერებმა ჩვენს გალაქტიკაში 5000-ზე მეტი კოსმოსური ბუშტი აღმოაჩინეს. ისინი ირმის ნახტომის შემომფარგლავ დისკოსში იმყოფებიან. მეცნიერთა აზრით, ეს ბუშტულები ახალგაზრდა ცხელმა ვარსკვლავებმა გამობერეს, გარემოში, რომელიც მტვრისა და გაზებისგან შედგება.

 რეგიონებში, სადაც კოსმოსური ბუშტები აღმოაჩინეს, აქტიური ვარსკვლავთწარმომქმნელი პროცესები მიმდინარეობს. გალაქტიკის მტვროვანი დისკოს ბუშტების აღმოჩენაში ასტრონომებს ორბიტალური ტელესკოპი „სპიცერი“ დაეხმარათ.

ინფრაწითელ დიაპაზონში მომუშავე ორბიტალური ტელესკოპი „სპიცერი“(NASA).

„თუ აღმოჩენის მიხედვით ვიმსჯელებთ, ჩვენი გალაქტიკა უფრო აქტიურია და  ვარსკვლავთწარმომქმნელი რეგიონებიც უფრო მეტია, ვიდრე აქამდე ითვლებოდა“ – ამბობს ელი ბრესერტი ევროპის სამხრეთული ობსერვატორიიდან(ESO).

 „ჩვენი გალაქტიკის შემომსაზღვრელი დისკო შუშხუნა შამოანურს ჰგავს, უამრავი ბუშტულებით მასში“ – დასძენს მეცნიერი.

 ამ აღმოჩენაში 35000-ზე მეტი მოხალისე იღებდა მონაწილეობას, რომლებიც ირმის ნახტომის „სპიცერით“ მიღებულ უამრავ მონაცემსა და გამოსახულებებს იკვლევდნენ. არაპროფესიონალმა ასტრონომებმა 10-ჯერ მეტი ბუშტულა აღმოაჩინეს, ვიდრე პროფესიონალებმა.

აღმოჩენა პროექტ „ირმის ნახტომის“(Milky Way Project) მსვლელობის დროს გაკეთდა.

 „პროექტი„ირმის ნახტომი“ ფართო საზოგადოებისთვისაა განკუთვნილი. მასში მონაწილეობა ყველა მსურველს შეუძლია. ამ პროექტის მსვლელობისას მოხალისეები აანალიზებენ მონაცემებს, რომლებიც „სპიცერმა“ გადმოსცა და აკეთებენ ახალ აღმოჩენებს“(გიგანტური ბუშტები).


Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.