მზეზე X1.1 კლასის ანთება 5 მარტს მოხდა. X კლასის ანთებები ყველაზე ძლიერია, М საშუალო, С სუსტი.
მზის ქარი სწრაფად მოძრავი პლაზმის ღრუბელია, რომელსაც კორონალური მასების ამონაფრქვევს(კმა) უწოდებენ. სავარაუდოდ კმა დედამიწამდე ვერ მოაღწევს, თუმცა მნიშვნელოვანი გეომაგნიტური ქარიშხლები შეუძლია გამოიწვიოს.
X კლასის ანთებები მასიური, AR1429-ს სახელით ცნობილი რეგიონიდან ამოდიან, რომელიც ბოლო დროს განსაკუთრებით გააქტიურდა. ეს ადგილი დედამიწაზე ხუთჯერ დიდია და ზრდას აგრძელებს, ამბობს Yihua Zheng-ი, ნასას კოსმოსური ამინდის ცენტრის წამყვანი თანამშრომელი(გრინბელტი,მერილენდი).
როცა X კლასის ანთება პირდაპირ დედამიწისკენაა მომართული, თანამგზავრების, ენერგომომარაგების და სხვა საკომუნიკაციო ქსელების შეფერხებით მუშაობა ან მწყობრიდან გამოსვლა ხდება ხოლმე. პლაზმური ნაკადი საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე მყოფი ასტრონავტებისთვისაც საკმაოდ საშიშია.
მზე ღერძის გარშემო ბრუნავს, ამიტომ რეგიონი 1429 მზის დისკოს შუა ნაწილს უახლოვდება, აქედან კი მზიურ ამონაფრქვევს პირდაპირ დედამიწისკენ ეხსნება გზა, რომელსაც ძალიან დიდი ზიანის მოყენება შეუძლია.
ასტრონომები მზის ლაქებს მუდმივად უთვალთვალებენ, რადგან ისინი მზის აქტიურობის მაჩვენებლების როლში გამოდიან. ამჟამად მზე აქტიურობის 24-ე ციკლში იმყოფება და თავის მაქსიმუმს 2013 წელს მიაღწევს(აქტიური მზე).