უცხოპლანეტელებს მათი ქალაქების შუქით მოძებნიან

 ასტრონომებმა აბრაჰამ ლოებმა(ჰარვარდიდან) და ედვინ თერნერმა(პრინსტონიდან) არამიწიერი ცივილაიზაციების ძებნის ახალი მეთოდი წარმოადგინეს(arXiv.org).

 დღეისთვის არამიწიერი ცივილიზაციების ძებნაზე, მსოფლიოში ერთად-ერთი მსხვილი პროექტი SETI მუშაობს. ისინი უცხოების აღმოჩენას რადიოსიგნალების საშუალებით ვარაუდობენ. ამასთან ერთად ოპტიკური სისტემების განვითარებამ აჩვენა, რომ მოწინავე არამიწიერი ცივილიზაციები შესაძლებელია საერთოდ აღარ იყენებენ რადიოტალღებს, რომელთა დაფიქსირებაც კოსმოსურ მანძილებზე არის შესაძლებელი.

 ახალი ნაშრომით მეცნიერებმა უცხო ცივილიზაციების სინათლის კვალზე ძებნის იდეა წარმოადინეს. მაგალითად, ეკზოპლანეტების ბნელი მხარეების განათებულობის დონის დაფიქსირებით(იგულისხმება ქალაქების სინათლე). იმის ვარაუდით, რომ პლანეტის ორბიტა ელიფსურია, ასტრონომებმა აჩვენეს მისი ბნელი მხარის ნათობაში ვარიაციების აღმოჩენის შესაძლებლობა. თუმცა, ასეთი მანძილიდან ეკზოპლანეტის ბნელი მხარის ნათება მისი განათებული მხარის ტოლფასი იქნება(დედამიწის შემთხვევაში ამ მაჩვენებელთა შორის სხვაობა მეხუთე რიგისაა).

 გარდა ამისა, მეცნიერები გეგმავენ სხვა ვარსკვლავებთან, კოიპერის სარტყელის მაგვარ რეგიონში მყოფი ობიეტქების გამოსხივების სპექტრის კვლევას, ეს საშუალებას მისცემთ მათ გაარკვიონ პლანეტის განათება ბუნებრივია თუ ხელოვნური. იდეის ავტორები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ შემოთავაზებული ვარიანტების რეალიზება არსებული ტექნიკით შეუძლებელია. თუმცა, ასეთი სამუშაოების ჩატარება სავსებით შესაძლებელი იქნება ამერიკული, ჯეიმს უების სახელობის ორბიტალური ტელესკოპისთვის.

 “ჯეიმს უები”, რომელიც აჟამად სერიოზულ ფინანსურ სიძნელეებს განიცდის, “ჰაბლის” შემცვლელეად უნდა იქცეს. მისი ექვსკუთხა სეგმენტებით შედგენილი სარკე 6,5 მეტრი დიამეტრის იქნება(“ჰაბლის” შემთხვევაში 2,4 მეტრი). თვითონ ტელესკოპი, აღჭურვილი დამცავი ეკრანით, განლაგდება ლაგრანჟის მეორე წერტილში, დედამიწიდან 1,5 მილიონი კილომეტრის მანძილზე. სტარტი ჯერჯერობით 2018 წლისთვისაა დაგეგმილი.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.