მეცნიერებმა კიბორჩხალა და მედუზა ანტარქტიკის ოკეანის სქელი ყინულების ქვეშ იპოვეს

  ადგილი სადაც კვლევა მიმდინარეობდა 19 კმ-ითაა დაშორებული ზღვიდან. მათ კამერა 180 მეტრიან ჭაში ჩაუშვეს ყინულის დასათვალიერებლად და ვარდისფერი კიბორჩხალა-ამფიპოდი( Lysianassoidea) აღმოაჩინეს, რომელიც კრევეტს ჰგავდა, სიგრძით დაახლოებით 7 სანტიმეტრი. ეს არსება კამერის სადენის გარშემო ცურავდა. დაინახეს აგრეთვე საცეცი, ის დაახლოებით 30 სანტიმეტრი ზომის მედუზას უნდა ეკუთვნოდეს. 

 ეს იგივეა, რომ აუზის ერთ პატარა ჰაერის ბუშტუკში არა ერთი არსება ცხოვრობდეს. რთული ორგანიზმების აღმოჩენა ასეთი სისქის ყინულის ქვეშ პირველად მოხდა. რადგან ზღვამდე მანძილი დიდია, ბიოლოგებმა დაასკვნეს, რომ კობორჩხალა და მედუზა შორიდან კიარ მოცურდნენ, არამედ ყინულის ქვეშ ბინადრობენ. გამოდის, რომ ცოცხალი ორგანიზმების ამტანობის შესახებ კიდევ ბევრი რამე არ ვიცით, ეს ფაქტი საშუალებას გვაძლევს ვიფიქროთ, რომ ცოცხალი ორგანიზმები შეიძლება სხვა პლანეტების ყინულით დაფარული თანამგზავრების სიღრმეებშიც არსებობენ.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.