მათემატიკოსების თქმით, უცხოპლანეტელები რომ არსებობდნენ დიდი ხნის წინ მოგვძებნიდნენ ჩვენ. რადგან ეს აქამდე არ მომხდარა, გამოდის, რომ ისინი შეგნებულად ერიდებიან ჩვენთან კონტაქტს – ასეთი დასკვნა გაკეთდა ახალი კვლევების ჩატარების მერე.
”სამყაროში ჩვენს გარდა ან არავინ არის, ან არიან და უბრალოდ უნდათ, რომ არ შეაწუხონ”, ამბობს მათემატიკოსი ტომას ჰეიერი, ფორტ-მაიერსის უნივერსიტეტიდან. ჰეიერი, რომელმაც თავისი კვლევები ამერიკის მათემატიკოსების ასოციაციას ბოსტონში, ამ თვის დასაწყისში წარუდგინა, აცხადებს, რომ გამოითვალა დრო, როემლიც საზოგადოებას მთელი თავისი რესურსებისა და გამოგონებების ერთად შესაკრებად შეიძლება დასჭირდეს, რათა საცხოვრებლად სხვა ვარსკვლავთან არსებულ პლანეტაზე გადავიდეს. შედარებით ნელ ტემპშიც კი(სინათლის სიჩქარის 1%), უცხოპლანეტელებს მეზობელ ვარსკვლავამდე მისაღწევად დაახლოებით 500 წელი დასჭირდებათ. ამას დავუმატოთ ხომალდის აგებისათვის საჭირო 500 წელი და ა.შ. და ა.შ, გამოდის, რომ ხნიერ ვარსკვლავურ სისტემაში მყოფი მოაზროვნე ცივილიზაცია კარგა ხნის წინ მოახერხებდა ჩვენთან დაკავშირებას. თუ ასეა, სად არიან ისინი?
”ან გვერდზე ჩაგვიფრინეს, ან მშობლიურ ვარსკვლვთან დარჩნენ და თავიანთი ჭიპების ყურებით ტკბებიან”, ასკვნის ჰოიერი(ეს კაცი მგონი გვეკაიფება). შეიძლება იყოს რამდენიმე მიზეზი, თუ რატომ არ ვართ ჩვენ მიღებული გალაქტიკურ საზოგადოებაში. შესაძლებელია, რომ უბრალოდ, ჩვენ უცხოპლანეტელებისთვის საინტერესო არაფერი გაგვაჩნია. ”ნებისმიერი ძველი ცივილიზაცია, ალბათ, აღარ არის ბიოლოგიური. მათ არ ჭირდებათ დედამიწის მსგავსი ადგილი. არც წყლის მოსაპარავად ჭირდებათ აქ მოფრენა, მზის სისტემის ფარგლებს გარეთ, სადაც მცირე გრავიტაციაა, შეუძლიათ წაიღონ ნებისმიერი რამ, რაც დაჭირდებათ. შეიძლება, უცხოები კოსმოსში ძველი, დედამიწიდან დაშორებული მარშრუტებით მოძრაობენ”, ამბობს ჰაიერი. ”რა მიზეზითაც არ უნდა ხდებოდეს იგნორირება, არ ნიშნავს, რომ უცხოპლანეტელები ნამდვილად არსებობენ, ისეთ უბრალო მოკვდავებს, როგორებიც ადამანები არიან, უკვე აქვთ ტელესკოპი ”კეპლერი”. დარწმუნებული ვარ, რომ მათ ჩვენი აღმოჩენა არ გაუჭირდებოდათ. ჩვენი გაცემა, ძალიან მარტივად, ატმოსფეროში არსებულ ორგანული წარმოშობის ნერთებს შეუძლიათ”, დასძენს მათემატიკოსი(ანომალური მოვლენები).