მეცნიერები, რომლებიც თანამგზავრ IBEX-იდან მიღებულ მონაცემებზე მუშაობენ, აღმოაჩინეს, რომ მზის სისტემა ვარსკვლავთშორისი გაზებით შევსებული სივრცის მიმართ მოძრაობას ანელებს. ამის შესახებ ჟურნალ Astrophysical Journal Supplement-ში დაიწერა(ანიმაცია).
IBEX(ვარსკვლავთშორისი სივრცის საზღვრების მკვლევარი) მზის სიტემის საზღვერის შესასწავლად შეიქმნა. ის, დედამიწის გარშემო, ძლიერად წაგრძელებულ ელიფსურ ორბიტაზე(300 ათას კილომეტრიანი აპოგეით) 2008 წლის 19 ოქტომბერს გაიყვანეს. აპარატი ახდენს ნაწილაკების რეგისტრაციას, რომლებიც მზის სისტემის საზღვრებს შიგნით იჭრებიან, კერძოდ, არაიონიზირებული ჰელიუმი. ამ ნაწილაკებს შიგნით შემოღწევა სწორედ მუხტის არ ქონის ხარჯზე შეუძლიათ – წინააღმდეგ შემთხვევაში გადახირებოდნენ მზის მაგნიტური ველის ზემოქმედებით. მკვლევართა თქმით, ახალმა მონაცემებმა საშუალება მისცა მათ შეეფასებინათ მზის სისტემის ბუშტის მოძრაობის სიჩქარე ვარსკვლავთშორის გარემოში. ის დაახლოებით 22,8 კმ/წმ-ის ტოლი აღმოჩნდა. თავის მხრივ, ზონდი ”ულისით” 1993 წელს დადგინდა, რომ სისტემა 26,3 კმ/წმ. სიჩქარით მოძრაობს.
მეცნიერთა აზრით, სხვაობა სიჩქარეთა შორის იმითაა განპირობებული, რომ სისტემა აღმოჩნდა გალაქტიკის რეგიონში, რომელშიც ვარსკვლავური გარემო განსხვავდება 1993 წლის დროინდელ გარემოსგან.
_ბევრ კითხვას, დაკავშირებულს IBEX-იდან მიღებულ მონაცემებთან, პასუხს ”ვოიაჯერები” გასცემენ. ამ ორი აპარატიდან პირველი, 2011 წლის დეკემბერში მზის სიტემის კიდესთან მივიდა – ე.წ. სტაგნაციის რეგიონი. ამ რეგიონის ზომები უცნობია, ამიტომ მეცნიერებმა არ იციან, როდის აღმოჩნდება აპარატი ვარსკვლავთშორის გარემოში.
httpv://www.youtube.com/watch?v=uXfoAYqhGVE
სხვა ვარსკვლავური სისტემის შემომფარგვლელი სფერო, გადაღებული ხილულ და ულტრაიისფერ დიაპაზონებში.