2005 წელს, ანტარქტიდაზე გახსნილი კვლევითი სადგური “კონკორდია” წლის განმავლობაში ფუნქციონირებს, თუმცა იქამდე მისვლა, საერთაშორისო კოსმოსურ სადგურამდე მისვლაზე ძნელია. ყოველ შემთხვევაში, ანტარქტიკულ პლატომდე მიღწევას, სადაც “კონკორდია” მდებარეობს, უფრო მეტი დრო სჭირდება, ვიდრე ს.კ.ს-მდე ფრენას. სადგურის კოორდინატებია: 75°06’06” სამხრეთით – 123°23’43” აღმოსავლეთით.
პლატო Dome C, ზღვის დონიდან 3233 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. ფრანგულ სადგურს Durmont D’Urville-ის კი 1100 კილომეტრითაა დაშორებული, ხოლო რუსულ “ვასტოკს” – 560 კილომეტრით. ეს სამხრეთ პოლუსის გულია.
“კონკორდია”, ფრანგო-იტალიურ პროექტს წარმოადგენს. 1996 წელს, კვლევის მიზანი და ამოცანები იქნა განსაზღვრული, ასევე გადაიდგა პირველი ნაბიჯები სადგურის მშენებლობის საქმეში. “კონკორდიამ” 2005 წლის 13 თებერვალს ოფიციალურად დაიწყო მუშაობა.
პლატო Dome C ყველაზე ცივი ადგილია დედამიწაზე. ჰაერის ტემპერატურა ცელსიუსით -80 გრადუსს აღწევს და -25-ზე მაღლა არასოდეს ადის. 2010 წელს კი აქ ტემპერატურული პიკი დაფიქსირდა -84,6.
კონკორდიაზე მიმდინარე მეცნიერული სამუშაო, კოსმოსურ მისიებს შეიძლება შევადაროთ, რადგან აქ მომუშავე პერსონალს, ხანგრძლივ იზოლაციასა და ექსტრემალურ კლიმატურ პირობებში უწევს მუშაობა. აქ, როგორც ს.კ.ს-ს ბორტზე, რთული მეცნიერული ექსპერიმენტები ტარდება მედიცინასა და ასტრობიოლოგიაში. პერსონალი იძულებულია სადგურზე 9 თვე გაატაროს, სადგურამდე მისაღწევად კი, მეტეო პირობების მიხედვით, 7 დან 12 დღემდეა საჭირო. სადგურის მთავარი სპონსორი ევროპის კოსმოსური კვლევების სააგენტოა(ESA)(ანტარქტიკული ყინვა: აბსოლუტური რეკორდი).