აღდგომის კუნძული

ძველი ცივილიზაციების მკვლევარი ტურ ჰეიერდალი თვლიდა, რომ კუნძულელებმა ისინი რაღაც მიზეზის გამო სანაპირომდე ვერ მიიტანეს და იქვე მიატოვეს. თანამედროვე გეოფიზიკური კვლევებით დადგინდა, რომ ყოველი მიტოვებული მოაი შეესაბამება გარკვეულ ქვის ფილას, რომელზეც ის იდგა. დროთა განმავლობაში ფილაც და მოაიც მიწაში ჩავიდა, წონასწორობა დაკარგა და გადაბრუნდა.  ამ ფაქტისთვის ჰეიერდალს მაშინ(1950წ.) ყურადღება არ მიუქცევია. ასევე აღმოჩნდა, რომ რაც უფრო უახლოვდება გზა ვულკან რანუ-რარაკუს მით მეტი ასეთი მოაი გვხვდება. შეიძლება დავასკვნათ, რომ ღვთაებრივი წინაპრების ამსახავი ეს მონუმენტები იცავდნენ ვულკანის კრატერს, რომელიც სხვა სამყაროში გადასასვლელ კარიბჭედ ითვლებოდა.


Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.