დედამიწის გარშემო ათასობით პატარა „მთვარე“ შეიძლება ბრუნავდეს

 მთვარე მარტოხელად შეიძლება მოგვეჩვენოს, თუმცა ეს ასე არაა.

დედამიწის ორბიტაზე დროის მოკლე პერიოდებით მოძრავი მცირე ზომების მკრთალი ასტეროიდების აღმოჩენა ძალიან ძნელი საქმეა. შესწავლის მიზნით, ერთ-ერთი ასეთი „პატარა მთვარის“ დედამიწაზე ჩამოტანაც არ არის გამორიცხული.

 მკვლევარები ადრეც ვარაუდობდნენ, რომ მოხეტიალე ასტეროიდები მიზიდულობის ძალით დედამიწას ეჭიდებიან და მის დროებით მთვარეებად იქცევიან ხოლმე. ერთ-ერთი მათგანი, სახელად 2006 RH120, რამდენიმე მეტრის დიამეტრით, დედამიწის ორბიტაზე 2006 წელს გავიდა.

 თავიდან, ზოგიერთი ფიქრიბდა, რომ ეს რაკეტის ერთ-ერთი საფეხურია. პაველ ჩოდასმა, ნასას რეაქტიული მოძრაობის ლაბორატორიიდან, მისი მოძრაობა გააანალიზა და განაცხადა, რომ ობიექტი რაკეტაზე ძიმეა, ის მხოლოდ ასტეროიდული წარმომავლობის შეიძლება იყოს.

 მიქაელ გრევნიკმა ჰელსინკის(ფინეთი) უნივერსიტეტიდან და მისმა კოლეგებმა გააკეთეს კომპიუტერული მოდელირება უამრავი სხვადასხვა ზომების ასტეროიდებისთვის, რითაც დეამიწის მიერ, ახლოს გავლის შემთხვევეში, მათი გამოჭერის ალბათობა დაადგინეს.

 თუ ობიექტი იგივე ტრაექტორიით მოძრაობს, როგორც დედამიწა და აქვს მსგავსი სიჩქარე, მაშინ ასტეროიდი ჩვენი პლანეტის მიზიდულობის მოქმედების ქვეშ ადვილად მოექცევა და მისი დროებითი თანამგზავრი გახდება. გარკვეული დროის გავლის მერე, გრავიტაციული შეშფოთებები ამ თანამგზავრს ორბიტიდან გადააგდებს და ასტეროიდი თავის გზას გააგრძელებს.

 მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ, საშუალოდ, ერთი ასტეროიდი, 1 მეტრამდე დიამეტრით, დროის ნებისმიერ მომენტში დედამიწის ორბიტაზე მდებარეობს, 1000 ან დაახლოებით ამდენი კიდევ უფრო მცირე ზომის მოძმეები ასევე შეიძლება იყოს ორბიტაზე(Icarus, DOI: 10.1016/j.icarus .2011.12.003. იკარუსი). „შესაძლებელია, მათი რაოდენობა გაცილებით მეტია იმაზე, ვიდრე ჩვენ გვგონია“, ამბობს გრევნიკი.

 მათი ორბიტები 5-10-ჯერ დიდია მთვარისაზე(ჰიპოთეზა გიგანტური შეჯახების შესახებ). უმრავლსეობა წელიწადზე მცირე ხნით რჩება ორბიტაზე, ზოგიერთი კი საკმაოდ დიდი ხნით. მოდელირების დროს ერთი ობიეტქი ორბიტაზე 900 წელი შეყოვნდა.

 კოსმოსში არსებული უამრავი პატარა ქვების რაოდენობას თუ გავითვალისწინებით, სრულიად შესაძლებელია, რომ დედამიწა დრო და დრო გამოიჭერს ხოლმე მათ. „ასეთი ასტეროიდების არ არსებობა უფრო გასაკვირი იქნებოდა, ვიდრე პირიქით“ – ამბობს რიჩარდ ბინზელი, მასაჩუსეთსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტიდან.

 მომავლისთვის ასეთი პატარა და მკრთალი ობიექტების აღმოჩენა ტელესკოპის Pan-STARRS-ისა და ახალი სინოპტიკური ტელესკოპით იქნება შესაძლებელი. მათი აღმოჩენა და მიწაზე  ჩამოტანა მეცნიერებს „ხელუხლებელი“ ასტეროიდების შესწავლის საშუალებას მისცემდა, დაშლილი მეტეროიტებისგან განსხვავებით, რომელბსაც დედამიწაზე პოულობენ ხოლმე. ეს ასტეროიდები ადრეული მზის სისტემის სააღმშენებლო აგურების ნარჩენებია და მათი შესწავლა მეცნიერებს პლანეტების ფორმირების პროცესების უკეთ გაგებაში დაეხმარება.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.