ორმაგი გამა-ვარსკვლავი ჩვეულებრივი ვარსკვლავის და კომპაქტური კომპანიონის – ნეიტრონული ვარსკვლავის ან შავი ხვრელისგან შედგება. გამოსხივების ორი კომპონენტის ურთიერთქმედების გამო სისტემაში ძლიერი გამა-შემდაგდენელი დაიმზირება, რომელიც სხვა ვარსკვლავების ანალოგიურ გამოსხივებაში არ ფიქსირდება.
კვლევის ობიეტის როლში იყო ვარსკვლავი 1FGL J1018.6-5856, რომელიც დედამიწას 22 ათასი სინათლის წლითაა დაშორებული. ობიექტი ასტრონომებმა ორმაგ გამა-სისტემას ჯერ კიდევ გასულ წელს მიაკუთვნეს, თუმცა დამაჯერებელი მტკიცებულებების მოპოვება მხოლოდ წელს მოხერხდა. ადრე პრობლემა სისიტემის შემადგენელი ძირითადი მნათობის იდენტიფიცირებაში იყო – აღმოჩნდა, რომ ეს ნეიტრონული ვარსკვლავია და არა ჩეულებრივი.
მეცნიერთა თქმით, ობიექტი მხოლოდ მესამეა მსგავსი ტიპის სისტემათა შორის Cygnus X-3 და PSR B1259-63 შემდეგ(არსებობს ორი კანდიდატიც LS 5039 და LS I+61 303). ახალი კვლევების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ჩვენს გალაქტიკაში ასეთი ტიპის ვარსკვლავები ფართოდ უნდა იყვნენ გავრცელებულნი.
„ფერმი“(თავიდან მას GLAST-ი უწოდეს) 565 კმ. სიმაღლის ორბიტაზე 2008 წლის 11 ივნისს გაიყვანეს. პროექტის საერთო ღირებულება 690 მილიონი დოლარია, მუშაობის სავარაუდო ხანგრძლივობა კი 10 წელი.