გაზის მძლავრი ჭავლების სიჩქარე ისეთი დიდია, რომ ისინი ზარბაზნიდან გასროლილ ბირთებს შეიძლება შევადაროთ.
ეს ფენომენი ასტრონომებმა ჩვენი პლანეტიდან 28 000 სინათლის წლის იქეთ დაინახეს. კვლევის ობიექტებად იქცა შავი ხვრელი სახელად H1743-322 და მისი კომპანიონი ვარსკვლავი. ორივე ობიექტი ჯერ კიდევ შორეულ 1977 წელს აღმოაჩინეს. მეცნიერთა აზრით, ხვრელის მასა 5-10 მზის მასის ექვივალენტურია. ეს შავი ხვრელი გარემო სივრცეში საათში იმდენ მატერიას აფრქვევს, რამდენსაც ჩვენი მზე 5 წლის განმავლობაში.
მკვლევარები ვარაუდობენ, რომ სიჩქარე, რომლითაც გაზები ხვრელიდან ამოდის, სინათლის სხივის სიჩქარის მეოთხედს უტოლდება. ბინარულ სისტემაში, შავ ხვრელს შეუძლია მეზობელი ვარსკვლავიდან მიიღოს ენერგია და მისი დახმარებით, ეკვატორის გარშემო მბრუნავი გაზის დისკო წარმოქმნას. თავის მხრივ, როცა გაზები დისკოდან ხვრელში გადადის, ხვრელი პასუხად გავარვარებული გაზების ჭავლებს აფრქვევს.
გრეგორი სივაკოვის თქმით (კანადის უნივერსიტეტი): ”ზოგჯერ, ხვრელის მიერ გამოტყორცნილი გაზის ნაკადები, ნამდვილი ზარბაზნიდან ნასროლ ბირთვებს ემსგავსება ხოლმე”. ასტრონომებს ისღა დარჩენიათ, გაზის დისკოების აჩქარების მექანიზმი და ის პერიოდები გაარკვიონ, რომელითაც ეს კოსმოსური ზარბაზანი ხსენებულ ბირთვებს ისვრის.
გამარჯობა, თუ შავი ხვრელის გრავიტაცია სინათლის სხივსაც აჩერებს, მაშინ გაზების ამოფრქვევა რატომ ხდება
რაც მოვლენათა ჰორიზონტს გარეთ არის, შეუძლია გაექცეს ხვრელს. მას არ შეუძლია ყველაფერის ერთბაშად შთანთქმა, არსებობს შესაბამისი ზღვრული მნიშვნელობა. მოგვძებნეთ ფეისბუკში – ასტრონომიის მოყვარულთათვის.