კვაზიკრისტალების ბუნებრივი საბადო ჩუკოტკაზე(რუსეთის ფედერაცია), აღმოჩენილი 2009 წელს, კოსმოსური ბომბარდირების შედეგად გაჩნდა. ასკვნიან გეოლოგები, რომელთა ნამუშევარი ჟურნალ Proceedings of the National Academy of Sciences-ში გამოქვეყნდა.
2009 წელს მეცნიერთა ჯგუფმა იტალიიდან და ა.შ.შ-დან აღმოაჩინა, რომ ხატირკიტის მინერალის ნიმუშები, ნანახი კორიაკის მთიანეთში, რკინის ატომების, სპილენძისა და ალუმინის 100 მიკრომეტრიან კვაზიკრისტალებს შეიცავს. ასეთი ტიპის ბუნებრივი მოლეკულური მესერი პირველად იქნა აღმოჩენილი.
ნიმუშში აგრეთვე ნაპოვნი იქნა სტიშოვიტის ჩანართები – სილიციუმის ოქსიდის განსაკუთრებული ფორმა, რომელიც უკიდურესად მაღალი წნევისა და ტემპერატურის დროს ყალიბდება. მსგავსი პირობები მანტიის ღრმა ფენებში, ან მეტეორის ჩამოვარდნის დროს იქმნება.
ნიმუშში ჟანგბადის იზოტოპთა16O, 17O და 18O რაოდენობრივი შეფარდების ანალიზით დადგინდა, რომ კრისტალის შემადგენელი მინერალების უმრავლესობა კოსმოსური წარმოშობისაა და მისი ფორმირება 4,5 მილიარდი წლის წინ მოხდა. აღსანიშნავია, რომ მკვლევარებმა ზუსტად დაადგინეს ადგილი, სადაც ნიმუში იქნა ნაპოვნი. მათ ნამდვილი დეტექტიური გამოძიების ჩატარება მოუხდათ, რადგან კრისტალები არალეგალური გზით მოხვდა უცხოეთში. მეცნიერებმა ის ადგილი უკვე მოინახულეს კიდეც, თუმცა ახალი შედეგები გამოქვეყნებულ ნაშრომში ჯერჯერობით არ შესულა.
კვაზიკრისტალები – მყარი სხეულები გლობალური სიმეტრიის არმქონე კრისტალური მესერით, რომლებიც პირველად ებრაელმა მეცნიერმა დან შეჰთმანმა 80-იანი წლების დასაწყისში აღმოაჩინა. ამ აღმოჩენის გამო 2011 წელს მას ნობელის პრემია მიანიჭეს(ალმასის პლანეტა).