მეცნიერთა კვლევის ობიექტად ნისლეული მილი იქცა, რომელიც დედამიწას 600-700 სინათლის წლითაა დაშორებული. ეს ნისლეული მუქი ფერებით გამოირჩევა, მასში თითქმის არ არიან ვარსკვლავები, რის გამოც ადვილი გამოსარჩევია ნათელ ფონზე.
ნაშრომის ჩარჩოებში მკვლევარებმა საფრანგეთის მილიმეტრული ასტრონომიის ინსტიტუტის მიერ დაგროვებული მონაცემები გამოიყენეს. დადგინდა, რომ გაზის სქელ შენადედებს უცნაური ქიმიური შემადგენლობა აქვთ – შეინიშნება გოგორდისა და ჟანგბადის ნაერთები. ეს ნივთიერებები გრავიტაციული კოლაფსის დროს წარმოიქმნებიან – გაზურ-მტვროვანი ღრუბლების შეკუმშვით, მათივე სიმძიმის ზემოქმედებით(სწორედ ასე იბადებიან ვარსკვლავები).
მეცნიერთა თქმით, ამ ქიმიური ნაერთების ნისლეულში აღმოჩენა იმაზე მეტყველებს, რომ აქ ვარსკვლავთწარმომქმნელი პროცესები დაიწყო, თუმცა გარე ზემოქმედებით შეჩერდა, ზუსტად რა ზემოქმედებით, მეცნიერებს პასუხის გაცემა უჭირთ – ალბათ მეზობელი გაზურ-მტვროვანი გროვების მიერ გამოწვეული გრავიტაციული შეშფოთებებით.
აღსანიშნავია, რომ არდაბადებულ ვარსკვლავებთან ერთად მეცნიერებმა აღმოაჩინეს შესქელებები, რომლებიდანაც სრულფასოვანი ვარსკვლავები აინთებიან. ასტროფიზიკოსთა თქმით, ნისლეული საუკეთესო საშუალებაა ვარსკვლავთწარმომქმნელი პროცესების შესასწავლად, მისი დედამიწასთან სიახლოვის გამო.