სატურნის თანამგზავრების ორბიტები პლანეტის რგოლების სიბრტყეში გადის, ამიტომ თუ დიდებულ გაზის გიგანტს მათი მხრიდან შევხედავთ, რგოლები ყოველთვის გვერდიდან გამოჩნდება. რა თქმა უნდა, როცა ავტომატურმა ზონდმა ”კასინიმ” რგოლების სიბრტყელში გაიარა, მისმა კამერამაც იგივე სურათი დააფიქსირა. ფოტოზე, რომელიც ”კასინიმ” გასული წლის მაისში გადაიღო, რგოლები თვალთახედვის არეს შუაში კვეთენ. მასზე ასევე აღბეჭდილია ტიტანი და დიონა – სატურნის ყველაზე დიდი და ზომით მესამე თანამგზავრები. უცნაურად თხელი და ელვარე რგოლები სატურნის ატმოსფეროს ზედა ფენებზე, რკალისმაგვარ ჩრდილებს წარმოქმნის, სურათის ქვედა ნაწილში. მკრთალი დიონას დიამეტრი დაახლოებით 1100 კილომეტრია, ხოლო ორბიტა, გარე რგოლის(A) ხილული კიდედან 300 ათასი კილომეტრითაა დაშორებული. დიონა თავისი მარცხენა კიდით ტიტანის ნისლიან ატმოსფეროშიც ჩანს. ტიტანის დიამეტრი 5150 კილომეტრია, ”კასინი”, ტიტანს 2,3 მილიონი კილომეტრით იყო დშორებული მაშინ, დიონას კი 3,2 მილიონი კილომეტრით.
ტიტანი, დიონა და სატურნის რგოლები
Posted by