ჩვენს გალაქტიკაში ალმასის პლანეტა აღმოაჩინეს

 ასტრონომებმა ყველაზე მკვრივი(წინა რეკორდსმენი) ეკზოპლანეტა აღმოაჩინეს. ობიექტი, იუპიტერის მასით, მხოლოდ 55 ათასი კილომეტრის ზომისაა. ანუ მისი სიმკვრივე 23 გრამია კუბურ სანტიმეტრზე, ორჯერ მეტი ტყვიის სიმკვრივეზე. ეს ფაქტი იმაზე მიუთითებს, რომ პლანეტა შესაძლებელია ერთი დიდი ალმასის კრისტალი იყოს.

დნმ-ის არამიწიერი ნაწილები მეტეორიტებში

ახალი აღმოჩენა ამტკიცებს ვარაუდს იმის შესახებ, რომ ქიმიურ პროცესებს ასტეროიდებსა და კომეტებს შიგნით შეუძლიათ წარმოქმნან ძირითადი ბიოლოგიური მოლეკულების „სააღმშენებლო მასალები“. ეს კი იმას ნიშნავს, რომ შორეულ წარსულში დედამიწაზე ჩამოცვენილ კოსმოსურ ობიექტებს შეეძლოთ ეთამაშათ მნიშვნელოვანი როლი სიცოცხლის ჩასახვაში, რასაც მეცნიერები აქამდეც ვარაუდობდნენ.

 

ასტრომოყვარულმა პლეადები გადაიღო

მოდიფიცირებული ფოტოკამერა DSLR Canon 350 Baader Planetarium-ით, ასტრომოყვარულმა გაფანტული ვარსკვლავური გროვა პლეადას ფოტო გადაიღო, რომელიც აგრეთვე M45-თის სახელითაა ცნობილი.

  

წითელი გალაქტიკები

მკვლევართა ჯგუფმა ტოკიოს უნივერსიტეტიდან და იაპონელი ასტრონომების ნაციონალური საზოგადოებიდან(NAOJ) გალაქტიკურ კლასტერებში წითელი გალაქტიკების ადგილსამყოფელი აღმოაჩინეს, ეს გროვები დედამიწას 4 მილიარდი სინათლის წლით არიან დაშორებულნი. აღმოჩენის გაკეთებაში მათ ტელესკოპ სუბარუთი ჩატარებული ცის პანორამული კვლევა დაეხმარათ.

 

მეზობელ სამყაროებს მათი შეჯახებებით მოძებნიან

 კვლევის ჩარჩოებში მეცნიერები განიხილავდნენ ე.წ. უსასრულო ინფლაციური მულტისამყაროს თეორიას, რომელშიც დამზერადი სამყარო წარმოდგენილია ბუშტის სახით უფრო დიდ და სწრაფად გაფართოებად(ანუ ინფლაციურ) მულტისამყაროში.

ჩვენი პლანეტის გარშემო ორი მთვარე ბრუნავდა?

ასტრონომები ვარაუდობენ, რომ მთვარე დედამიწის ერთად ერთი ბუნებრივი თანამგზავრი არ იყო. იყო კიდევ ერთი, მცირე ზომის, რომლის მასა მთვარის 4% შეადგენდა.

”მარსის მზვერავმა” მგონი, თხევადი წყალი აღმოაჩინა

ნასას მრავალფუნქციურმა საპლანეტათშორისო ავტომატურმა სადგურმა, რომელიც 2005 წლის 12 აგვისტოს გაუშვეს, მარსს 2006 წელს მიაღწია და ახლაც განაგრძობს კვლევით სამუშაოებს წითელი პლანეტის ორბიტაზე. ახლახანს პროექტის წარმომადგენლებმა, რომელიც ნასას 720 მილიონი დოლარი დაუჯდა, განაცხადეს, რომ აპარატმა თხევადი წყლის კვლები აღმოაჩინა.

 

5 აგვისტოს მზეზე კიდევ ერთი მძლავრი ამოფრქვევა მოხდება

ივლისის დასასრული და აგვისტოს დასაწყისი მზის მაღალი აქტიურიობით გამოირჩევა, რაც მზის ზედაპირზე მომხდარი მძლავრი ანთებებით არის გამოწვეული. ასტრონომებმა დააფიქსირეს, რომ მზის ატმოსფეროში ენერგიის ნაკადები გამოიყო 29 ივლისს, 2 აგვისტოს და კიდევ უფრო მძლავრი ანთებები იქნება 5 აგვისტოს.