
ფუნდამენტური ფიზიკური ველი, ანუ მატერიის ერთ-ერთი ფორმა, ურთიერთქმედებს ელექტრულად დამუხტულ სხეულებთან, წარმოადგენს ელექტრული და მაგნიტური ველების ერთობლიობას, რომლებსაც გარკვეულ პირობებში შეუძლიათ ერთმანეთის წარმოქმნა. ელექტრომაგნიტურ ველს გასავრცელებლად არ ჭირდება გარემო, ვაკუუმში ის სინათლის სხივის სიჩქარით ვრცელდება, თვითონ სინათლეც ელექტრომაგნიტური გამოსხივებაა.
ახალი გამოკვლევის თანახმად, დედამიწის ტიპის ეკზოპლანეტებზე, რამდენიმე ვარსკვლავით, შესაძლებელია გაიზარდონ შავი ან რუხი ხეები და ბუჩქნარები. მცენარეთა ფერი სინათლის თავისებურებებით არის განპირობებული, სინათლით გამოწვეული ფოტოსინთეზი მზის სინათლეს ენერგიად გარდაქმნის.