დიდი სიცარიელე

რატომ წარმოიქმნა სამყაროს ამ ნაწილში ასეთი დიდი სიცარიელე? ჯერჯერობით ზუსტი პასუხი არავის აქვს. თვითონ სიცარიელეც, რომელიც ზომაში რამდენიმე მილიარდი სინათლის წლის ზომისაა ჯერ კიდევ კვლევის საგანია.

 

გიგანტური შავი ხვრელები შესაძლებელია კვაზი-ვარსკვლავებისგან გაჩდნენ

სამყაროს ევოლუციის ადრეულ ეტაპებზე გიგანტური შავი ხვრელები შესაძლებელია გიგანტური ვარსკვლავური ობიექტების შიგნით ჩამოყალიბდნენ. ზუსტი მოდელირებით შეიძლება დადგინდეს, თუ როგორ მოხდა მილიარდობით მზის მასის მქონე შავი ხვრელების ჩამოყალიბება სამყაროს გაჩენიდან მილიარდი წლის გასვლის მერევე(ითვლება, რომ სამყარო 13,7 მილიარდი წლისაა).

დედამიწის მაგნიტური ველი 200 მლნ წლით ადრე ჩამოყალიბდა

ე.წ. დედამიწის პოლარული ქუდი, სადაც მზის ქარი(დამუხტული ელემენტარული ნაწილაკების ნაკადი) თითქმის ზედაპირამდე აღწევს, მილიონობით წლის წინ სამჯერ დიდი იყო ვიდრე ეხლაა. იმისათვის რომ გაიგონ როგორი იყო ძალიან ღრმა წარსულში ცოცხალი გარემოს მავნე გამოსხივებისაგან დამცავი მაგნიტური ველი, მეცნიერები სამხრეთ აფრიკაში ნანახი 3,5 მილიარდი წლის წინანდელი სილიკატების კრისტალებს იკვლევენ.