15 ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავური გროვა

 აქ თავმოყრილია 15 ვარსკვლავთგროვა, რომელთა დანახვა შეუიარაღებელი თვალით არის შესაძლებელი. ჩაბნელებული ადგილიდან ღამის ცაზე კოსმოსური ობიექტების ხედვის ადამიანის თვალსითვის ხილული ზღვარი 5,5m-ია, ქალაქიდან კი 4-ზე მცირე.

 ვარსკვლავურ სიდიდეს  “m” (ლათ. მაგნიტუდა, სიდიდე)-ით აღნიშნავენ. ვარსკვლავური სიდიდეების სკალას უკუმიმართულება აქვს. რაც უფრო დიდია მისი მნიშვნელობა, მით მკრთლია ობიექტი. მაგალითად, მეორე ვარსკვლავური სიდიდის ვარსკვლავი 2 — 2,512-ჯერ ელვარეა მესამე ვარსკვლავური სიდიდის ვარსკვლავზე 3m და  6,310-ჯერ ელვარე მეოთხე ვარსკვლავური სიდიდის 4m ვარსკვლავზე. გადადის მინუსებშიც.

 ვეგა 0,582; სატურნი +1,47-დან  −0,24-მდე; სირიუსი −1,47; იუპიტერი −1,61-დან −2,94-მდე; ვენერა −4,6; მთვარე −2,5/−12,9; მზე −26,7.

 ვარსკვლავების გროვა, ვარსკვლავთა ვიზუალურად დაკავშირებული ჯგუფია, რომელთაც ერთი წარმომავლობა აქვთ და გალაქტიკის გრავიტაციულ ველში ერთ მთლიანობად მოძრაობენ. ზოგიერთ მათგანში არის გაზისა და მტრვის ღრუბლებიც. არსებობს ვარსკვლავთგროვების ორი ძირითადი ტიპი: სფერული და ღია. აღმოჩენილია გროვები ორივე ტიპისთვის დამახასიათებელი პარამეტრებითაც.

 სფერული გროვები ვარსკვლავთა ჯგუფებია, რომლებიც რამდენიმე ასეულიდან, რამდენიმე მილიონამდე გრავიტაციულად დაკავშირებული ხნიერი ვარსკვლავებისგან შედგება. ღია გროვებში კი ვარსკვლავთა ნაკლები სიმჭიდროვეა, რამდენიმე ასეული შედარებით ახალგაზრდა ვარსკვლავით მათში. ღია გროვები, დროთა განმავლობაში, გალაქტიკაში მოძრავი გიგანტური მოლეკულური ღრუბლების გრავიტაციული გავლენით იშლება, მათ შორის მყარი გრავიტაციული კავშირი წყდება, ხოლო მოძრაობის მიმართულება არ იცვლება. გალაქტიკაში ასეთნაირად მოდრეიფე ობიექტს ვარსკვლავთა მოძრავ ჯგუფსაც უწოდებენ.

 ვარსკვლავთა ზეგროვები, ახალგაზრდა, მასიური ვარსკვლავებისგან შემდგარი ღია გროვებია, რომლებიც, სავარაუდოდ, სფერული გროვების წანამორბედი ობიეტებია. როგორც წესი, ზეგროვები შეიცავს ახალგაზრდა მასიური ვარსკვლავების ძალიან დიდ რაოდენობას, რომლებიც ახლოს მდებარე წყალბადის ღრუბლების იონიზაციას ახდენენ.

 2005 წელს, ასტრონომებმა, ანდრომედას გალაქტიკაში (M31) ვარსკვლავური გროვის ახალი ტიპი აღმოაჩინეს, რომელიც სფერულ გროვას ჰგავს, თუმცა გამოირჩევა ვარსკვლავთა ნაკლები სიმჭიდროვით. ამ გროვების ანალოგი ირმის ნახტომში ჯერ არ აღმოჩენიათ (M31WFS C1, M31WFS C2, M31WFS C3). ზოგიერთი ასტრონომი, ვარსკვლავთგროვების ცალკეულ ტიპად გამოჰყოფს ე.წ. ვარსკვლავურ ღრუბლებსაც.

 ღია ვარსკვლავთგროვა პლეადები; კენტავრის ომეგას მილიონობით ვარსკვლავი და შუალედური მასის შავი ხვრელი.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.