ისინი, ვინც ნუმეროლოგიას დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ, ასეთ თარიღზე აუცილებლად გაამახვილებდნენ ყურადღებას, რადგან ეს ხომ 12.12.12. იყო. ზოგირთი ამ დღეს სიცოცხლეში გასაკეთებელ უმნიშვნლოვანეს ნაბიჯებს დგამს: ხელისა და გულის თხოვნა და ა.შ.:).
ნასას წარმომადგენლებმაც გადაწყვიტეს ამ დღის თავისებურად აღნიშვნა და დედამიწის კოსმოსიდან გადაღებული ახალი ფოტო შემოგვთავაზეს.
ეს ფოტო ამერიკულმა მეტეოროლოგიურმა თანამგზავრმა GOES-15-მა გადაიღო, რომელიც ორბიტაზე 2010 წლის 4 მარტს, რაკეტამატარებელ Delta IV-M+(4,2)-ით გაიყვანეს. თანამგზავრი დედამიწის მახლობელ ორბიტაზე დაახლოებით 10 წელი იმუშავებს.
მიუხედადავ იმისა, რომ მეტეოთანამგზავრმა დედამიწის მშვენიერი ფოტოსურათი გადაიღო, ის ამჟამად მძინარე რეჟიმში იმყოფება, რეაქტიულ სისტემაში აღმოჩენილი გაუმართაობის გამო.
12.12.12-ში მიღებულ გამოსახულებაზე წყნარი ოკეანის სამხრეთ ნაწილში წარმოქმნილი ტროპიკული ციკლონი მოჩანს. მაშინ ის პაგო პაგოდან(ამერიკის სამოა) 145 საზღვაო მილით იყო დაშორებული.
ჩვენი პლანეტის კოსმოსიდან გადაღებული ულამაზესი ფოტოები ყოველთვის დიდ ინტერს იწვევენ, რადგან კოსმოსიდან საკუთარი თვალით მისი დანახვა ჩვენ არ შეგვძლია, მხოლოდ საერთაშორისო სადგურიდან და სხვა თანამგზავრებიდან გადაღებული ფოტოებით თუ დავკმაყოფილდებით(ქარიანი გზები დედამიწაზე; ქარიშხალი სენდი ფორმირებიდან სანაპიროზე გადასვლის ჩათვლით; ბნელი დედამიწა და წითელი მოჩვენება; რამდენად ელვარე იყო დედამიწა დინოზავრების ეპოქაში?).