კოსმოსური მანევრი – ეს არის აპარატის მასათა ცენტრის მართული მოძრაობა, რომელითაც ხდება მისი მოძრაობის მიზანმიმართული ცვლილება. ფუნქციონალური დანიშნულების მიხედვით ანსხვავებენ ორბიტალური გადასვლის მანევრს, მაკორექტირებელ და მიახლოების მანევრს.
ნასას სპეციალისტები მარსმავალ ”კურიოზიტის” მანევრს, რომელიც მომავალი კვირისთვისაა დაგეგმილი, კოსმოსური ლაბორატორიის დედამიწიდან მარსისკენ ფრენის გზაზე გარდამტეხ მნიშვნელობას ანიჭებენ.
ფოტოზე კოსმოსური კაფსულაა გამოსახული, რომელშიც მარსმავალია მოთავსებული.
მოძრაობის მიმართულების ცვლილების მანევრის დროს, გამოყენებული იქნება რეაქტიული ძრავებით საწვავის წვის ხერხი, რომელიც 175 წუთი გაგრძელდება. ეს პროცესი კიდევ უფრო ზუსტად მიმართავს ზონდს მარსისკენ, კერძოდ გეილის კრატერისკენ.
”ჩვენ მთლიანად ვაკონტროლებთ მარსმავლის ფრენას. კოსმოსური აპარატი კარგად ”იქცევა” და მარსისკენ მიმავალ უსაფრთხო გზას ადგას. მაკორექტირებელი მანევრის შემდეგ, ”კურიოზიტი” მარსის ატმოსფეროში შესვლისათვის დაიწყებს მზადებას” – ამბობს არტურ ამადორი, რეაქტიული მოძრაობის ლაპორატორიიდან პასადენაში(კალიფორნია).