10 საინტერესო ეგზოპლანეტა

10 საინტერესო ეგზოპლანეტა

ასტრონომები ახალი ეგზოპლანეტების აღმოჩენებს არგძელებენ. სიცოცხლეზე ჩვენეული წარმოდგენების მიხედვით, ამ შოერული პლანეტების მიზერულ ნაწილს თუ ექნება სიცოცხლის ჩასახვისათვის თავსებადი გარემო. ამის ტექნიკური შესაძლებლობა რომ გვქონოდა, ზოგიერთ მათგანს სიამოვნებით მოვინახულებდით(Breakthrough Initiatives – კენტავრის ალფას დეტალურად შესასწავლი ფინანსები).

 ფომალჰაუტ b – უჩვეულო სახელით – ”პლანეტა-ზომბი”, ცის ერთ-ერთ ყველაზე კაშაკშა ვარსკვლავის გარშემო მოძრაობს. მარსის ან დედამიწის ზომის პლანეტა, კოსმოსური მტვრისგან არც თუ ისე დიდი ხნის წინათ ”გამოიძერწა” და ძალიან უცნაურ, ზიგზაგისებრ ორბიტაზე მოძრაობს(ეგზოპლანეტა ფომალჰაუტთან).

 TrES-2b – ყველაზე უფრო შავი პლანეტა. ეს გაზის გიგანტი თავისი დედავარსკვლავის სინათლის 1%-ზე ნაკლებს ირკლავს, რითაც სიშავეში ნახშირსაც კი ჯობნის.

 KOI-314c – სავარაუდოდ, ყველაზე მსუბუქია აქამდე აღმოჩენილთა შირის. დედამიწაზე 60%-ით დიდი პლანეტა, მინიატურული გაზის გიგანტი, ალბათ, მთლიანად წყალბადისგან უნდა შედგებოდეს.

 Kepler-70b – რეკორდსმენი ეგზოპლანეტა. მისი ზედაპირის ტემპერატურა 2000 0C უტოლდება და თავის ვარსკვლავთან ყველაზე უფრო ახლოს მდებარე ეგზოპლანეტაა.

 OGLE-2005-BLG-390L b – არა მერტო ძნელად წარმოსათქმელი სახელით არის ცნობილი. ეს კლდოვანი ზედედამიწა, მორიელის თანავარსკვლვედში, წითელი ჯუჯას გარშემო ბრუნავს და ცნობილთა შორის ყველაზე უფრო შორს მდებარე ეგზოპლანეტაა – 20 ათასი სინათლის წელი დედამიწიდან(სასიცოცხლო ზონა წითლ ჯუჯებთან).

 COROT-7 b – ეს მასიური პლანეტა თავისი ვარსკვლავის გარშემო შემოვლას 20 საათში(იქაური ”წლის” ხანგრძლივობა) ახერხებს. მისი ერთი მხარე მუდმივად მღელვარე ლავის ოკეანეს წარმოადგენს, ხოლო მეორე, გაუნათებელი, ყინულის ქერქით უნდა იყოს დაფარული(ყოველთვის ერთი მხრით არის მიბრუნებული ვარსკვლავისკენ).

 Kapteyn b – ყველაზე უფრო ხნიერი ეგზოპლანეტა, დედამიწაზე 8 მილიარდი წლით უფროსი. მასზე სიცოცხლეც შეიძლება იყოს, ალბათ, მოაზროვნეც.

 BD+20 1790b – ყველაზე უფრო ახალგაზრდა ცნობილთა შორის, რომლის ფორმირება დაახლოებით 35 მილიონი წლის წინათ მოხდა(შედარებისთვის, დედამიწის ასაკი დაახლოებით 4,5 მილიარდი წელია). ასეთი ახალგაზრდობის მიუხედავად, მას ძლიერი მაგნიტური ველი აქვს.

 GJ 1214b – პირველი ”ზედედამიწა”, აღმოჩენილი წითელ ჯუჯასთან. სავარაუდოდ, მთლიანად წყლით უნდა იყოს დაფარული, თან ცხელი ყინულისა და ზედენადი სითხეების უჩვეულო კომბინაციით. მას მოწითალო ფერი ქვს(„ჰაბლმა“ ახალი კლასის ეკზოპლანეტა აღმოაჩინა).

 Kepler 10с – ყველაზე უფრო დიდი კლდოვანი პლანეტა, ნეპტუნის ზომით(მიწანეპტუნი). დედამიწაზე 2,5-ჯერ დიდი და 17-ჯერ მასიური(როგორ ეძებდნენ ეკზოპლანეტებს; „კეპლერის“ მიერ აღმოჩენილი პლანეტების რაოდენობა განახევრდება; მზის სისტემის დაკარგული ”ზედედამიწები”).

Show Comments Hide Comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *