როგორ ხდებოდა ადრეული სამყაროს გალაქტიკათა ფორმირება? ამის დასადგენად, ასტრონომები, სამყაროს ახალგაზრდობის დროინდელ გალატიკებს ითვლიან, ჩილეს მთებში აგებული ძალიან დიდი ტელესკოპის გამოყენებით. შორეული გალაქტიკების (წითელი წანაცვლებით 2,5) განაწილების ანალიზით, 300 მილიონი სინათლის წლის ზომის ზეგროვა გამოვლინდა, რომლის მასა 5 ათასჯერ აჭარბებს ირმის ნახტომის მასას. ეს, ადრეული სამყაროს აქამდე აღმოჩენილთა შორის ყველაზე დიდი და მასიური პროტო-ზეგროვაა (ბერძნ. protos – პირველი, პირველადი, პირველდაწყებითი). მას ჰიპერიონი უწოდეს. პროტო-ზეგროვა ახალგაზრდა გალაქტიკათა ჯგუფია, რომელიც საკუთარივე გრავიტაციით იკუმშება და სხვა მსგავს გროვებთან ერთად, ზეგროვაში ერთიანდება. მასიური გალაქტიკები თეთრი ფერით არის ნაჩვენები, ხოლო ადგილები, რომლებშიც უამრავი პატარა გალაქტიკაა – ცისფრად. ადრეული გალაქტიკების ასეთი დიდი ჯგუფების აღმოჩენა და მათი ბუნების შესწავლა, ჩვენი სამყაროს შემადგენლისა და ევოლუციის უკეთ გაგებაში ეხმარება მეცნიერებს (გალაქტიკები).
ჰიპერიონი: ადრეული სამყაროს გალაქტიკათა ზეგროვა
Posted by