კოსმოსური ტელესკოპი ”ჰაბლი”, უკვე ოცდათორმეტი წელია დედამიწის გარშემო მოძრაობს და სამყაროს სიღრმეთა ყველაზე უფრო ლამაზ ფოტოებს იღებს, რისთვისაც მას ”კოსმიური მხატვარიც” კი უწოდეს. ამ ნაყოფიერი მუშაობის ოცდამეთორმეტე წლის აღსანიშნავად, ”ჰაბლის” სარკე ულამაზეს ნისლეულისკენ იქნა მიმართული – ლაგუნა, იგივე მესიე 8 (M8), ერთგვარი ”ვარსკვლავების სამშობიარო სახლი”.
ლაგუნა მას სხვა დროსაც გადაუღია, თუმცა ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ნისლეულის ახალი ფოტო ”ჰაბლის სამხატვრო გალერიაში” ღირსეულ ადგილს დაიკავებს. ლაგუნას ზომა 55/20-ზე სინათლის წელია, მდებარეობს 4 ათასი სინათლის წლის მანძილზე დედამიწიდან, რის გამოც მისი დეტალური დათვალიერება თანამედროვე ასტრონომიული მოწობილობისთვის პრობლემას არ წარმოადგენს.
ბნელსა და კარგად მოწმენდილ ზაცე ლაგუნას დანახვა შეუიარაღებელი თვალითაც არის შესაძლებელი. დიდი ზომისა და სიახლოვის გამო, ლაგუნა ”ჰაბლის” ხედვის არეში მთლიანად ვერ ეტევა. ნისლეულის ნაწილის წარმოდგენილი გამოსახულების ზომა 4 სინათლის წელია. სახელი კი ლაგუნას ფორმის ფართო მტვროვანი ზოლის გამო შეარქვეს, რომელიც მაღალი გარჩევადობის ფოტოებზე დაიმზირება.
მეორე ფოტოზე ლაგუნას ”გული” ჩანს, ადგილი, რომელიც მასიური და ცხელი ვარსკვლევბით არის შევსებული. მათი ულტრაიისფერი ნათება ღრუბლის გაზს არაგზნებს და ხილულ დიაპაზონში ნათებას აიძულებს. გარდა ამისა, ვარსკვლავების გამოსხივება გაზის მოძრაობასა და ერთმანეთში შერევას იწვევს, რაც ისეთ ფორმას სძენს მას, როგორსაც ფოტოებზე ვხედავთ. მისი ყველაზე უფრი დიდი და ელვარე ვარსკვლავია – ჰერშელი 36, მეორე ფოტოს ცენტრთან.
ბოლოს, ინფრაწითელი დიაპაზონის ფოტოზე (სამ დიპაზონში მუშაობს – ულტრაიისფერი, ხილული, ინფრაწითელი) უამრავ ვარსკვლავს ვხედავთ, რომლებსაც მათ წინ მდებარე გაზისა და მტვრის რღუბლები მალავს (კიდევ ”ჰაბლის” შესახებ).
ფრენა ჰაბლის ექსტრემალურად ღრმა სივრცეში.
გალაქტიკათა ეს ჯგუფი, სახელწოდებით ჰიქსონის კომპაქტური ჯგუფი (HCG) 40, იმდენად მჭიდროა, რომ მასში არსებული გალაქტიკები მომდევნო მილიარდი წლის განმავლობაში ერთმანეთს შეეჯახება და ერთ გიგანტურ გალაქტიკად გაერთიანდება. ხუთიდან, სამი სპირალური გალაქტიკაა, როგორიცაა ირმის ნახტომი, ერთი ელიფსური და ერთი ორმხრივამოზნექილი გალაქტიკა, რომელიც შუალედური რგოლია სპირალურ და ელიფსურ გალაქტიკებს შორის.