კოსმოსური ტელესკოპი “ჰაბლის” საშუალებით, შორეულ გალაქტიკაში მყოფი ვარსკვლავების გრავიტაციულ ლინზირებასთან ერთად, მეცნიერებმა აკრეციული დისკოს ზომები და ფერი, შესაბამისად, მისი სხვა და სხვა ნაწილების ტემპერატურა დაადგინეს. ეს დაკვირვება კეთდება სიზუსტით, რომელიც მთავრეზე ქვიშის ცალკეულ მარცვლებად დაყოფის ექვივალენტურია.
თუმცა შავი ხვრელების პირდაპირი დანახვა შეუძლებელია, ძალა, რომლებითაც ისინი გარემოზე მოქმედებენ, სამყაროში მომხდარი ყველაზე ელვარე მოვლენების გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს.
“შავი ხვრელების გარშემო არსებული აკრეციული დისკოების ტიპიური ზომები, დიამეტრი, რამდენიმე სინათლის დღეა(100 მილიარდი კილომეტრი), ამ დროს კი ისინი ჩვენგან მილიარდობით სინათლის წლით არიან დაშორებულნი”, ამბობს ხოსე მუნოსი(ვალენსიის უნივერსიტეტი, ესპანეთი). “ეს იმას ნიშნავს, რომ მათი ხილული ზომები, თუ დედამიწიდან შევხედათ, იმდენად მცირეა, რომ აქამდე არც ერთ ტელესკოპს არ შეეძლო მათი სტრუქტურის უშუალო დამზერა”.
კვაზარების ხილული ზომები ამ დრომდე ზღუდავდნენ ჩვენს წარმოდგენებს ამ ობიექტებზე, ამიტომ მათ შესახებ ჩვენი ცოდნა მხოლოდ თეორიული ვარაუდებით შემოიფარგლებოდა. ახლა კი კვაზარის შესასწავლად ხსენებულმა ჯგუფმა დაკვირვების ინოვაციური მეთოდი გამოიყენა.
მათ შუალედური გალქტიკის ვარსკვლავები გამოიყენეს როგორც მასკანირებელი მიკროსკოპი. ეს ვარსკვლავები გადახრიან შორეული ობიექტიდან გამოსხივებულ სინათლეს, გრავიტაციული ეფექტები აძლიერებენ კვაზარების ცელკეული რეგიონებიდან მომავალ სინათლეს და გვაძლევენ ინფორმაციას ფერზე, რომელიც აქვს აკრეციული დისკოს გადამკვეთ ხაზს.
აკრეციული დისკოს ხვრელთან ახლოს მყოფი ნაწილების ტემპერატურა პერიფერიულზე მაღალია, ამიტომ გავარვარებული მატერიის გამოსხივებული სინათლე ცისფერია. ამით შესაძლებელი გახდა ცხელი მატერიისგან შემდგარი დისკოს დიამეტრის და მისი ნაწილების ტემპერატურების დადგენა, ხვრელიდან დაშორების მიხედვით.
“კვაზარების ფიზიკური თვისებები არ არის კარგად შესწავლილი. ახალი მეთოდით კი შესაძლებელი იქნება ამ ობიექტების შესწავლა პირდაპირი დამზერით და არა მარტო თეორიებით”, ამბობს მუნოსი.