კადრები, რომლებითაც ეს ვიდეო გაკეთდა, იუპიტერის გარშემო მოძრავი ავტომატური კოსმოსური აპარატის – “ჯუნო” (NASA), საშულებით გადაიღეს. თავიდან, “ჯუნო” ორფრად “შეღებილი”, 5268 კილომეტრი დიამეტრის მქონე განიმედეს თავზე მიფრინავს და მისი ზედაპირის ყინულოვან ლანდშაფტს გვიჩვენებს, რომელიც ღარებითა და კრატერებით არის დაფარული (განიმედე – ყველაზე დიდი ბუნებრივი თანამგზავრი). იუპიტერის მთვარე განიმედე უფრო დიდია, ვიდრე მერკური და პლუტონი. მისი ყინულოვანი ზედაპირი დაფარულია ნათელი, ახალგაზრდა კრატერებით, რომლებიც ფარავს უფრო ძველ, ბნელ ზედაპირს, რომელიც შეიცავს ბევრ კრატერსა და ქედებს. ღარებიანი ლანდშაფტის წარმოშობა კვლევის საგანად რჩება, სავარაუდოდ, ყინულის ბაქნების წანაცვლებასთან უნდა იყოს დაკავშირებული. ითვლება, რომ განიმედის ზედაპირის ქვეშ არის ოკეანე, რომელიც შეიცავს უფრო მეტ წყალს, ვიდრე დედამიწაზეა და იქნებ, სიცოცხლესაც. ჩვენი მთვარის მსგავსად, განიმედი ყოველთვის ერთი მხრითაა მიბრუნებული თავისი პლანეტისკენ, ამ შემთხვევაში, იუპიტერისკენ. ეს სურათი NASA-ს ავტომატურმა კოსმოსურმა ხომალდმა “ჯუნო”-მ, 2021 წელს გადაიღო, უზარმაზარი მთვარედან სულ რაღაც ათასი კილომეტრის მანძილიდან. იუპიტერის გარშემო შესრულებელ 34-ე წრეზე, “ჯუნომ” ამ გიგანტის ჩრდილოეთ პოლუსზე მდებარე ღრუბლების ხვეულები და მთლიანად პლანეტაზე გარშემორტყმული ფერადი ზოლები გადაიღო. შუაში ჩანს რამდენიმე ოვალური ღრუბელი, ძაფზე ასხმული მარგალიტებივით, და ბოლოს, მბრუნავი ღრუბლები სამხრეთით. გეგმის მიხედვით, მომავალი წლის სექტემბერს, ეს აპარატი იუპიტერის კიდევ ერთი დიდი თანამგზავრის, ევროპის ახლოს გაიფრენს (კიდევ “ჯუნოს” შესახებ).
“ჯუნო”: ფრენა განიმედესა და იუპიტერის თავზე
Posted by