მაქსიმალურ ელვარებას მან 12 ოქტომბერს მიაღწია, როცა მინიმალურ მანილზე მოუახლოვდა დედამიწას — 0,48 ასტრონომიულ ერთეულზე — დაახლოებით 72 მლნ.კმ. ჩანდა შეუიარაღებელი თვალითც.
ასო C ნიშნავს, რომ კომეტა არაპერიოდულია – ასეთი კომეტები ოორტის ღრუბლიდან მოდიან და მზის სისტემის შიდა ნაწილში მხოლოდ ერთხელ გაივლიან, ან 200 წელზე მეტ ხანს ანდომებენ მზის გარშემო შემოვლას. 2023 A3 ნიშნავს, რომ კომეტა აღმოაჩინეს 2023 წელს, იანვრის პირველ ნახევარში (შეესაბამება ასო A-ს, საერთაშორისო ასტრონომიული საზოგადოების ნომენკლატურით) და გახდა მესამე ასეთი ობიექტი, რომელიც აღმოჩენილია იმავე პერიოდში. ცუშინშან-ATLAS ნიშნავს, რომ აღმოჩენა გაკეთდა ტელესკოპების გამოყენებით ცუშინშანის ობსერვატორიაში და სისტემაში ATLAS.
9 – 12 ოქტომბერს, პირდაპირი გაბნევის ეფექტის ხარჯზე, კომეტის ხილული ელვარება -3-მდე გაიზარდა. შედარებისთვის, XX საუკუნის ყველაზე დამზერადი ჰეილ-ბოპის კომეტის ნათობა პიკზე -1,8 იყო. 2023 წლის დასაწყისიდან ცნობილი პოპულარული “მწვანე კომეტისა” C/2022 E3 (ZTF) -5,4. ხოლო კომეტა “ნეოვაისისა” (NEOWISE (C/2020 F3)) – 0,9.
ნათობის ვარსკვლავურ სიდიდეს “m” (ლათ. მაგნიტუდა, სიდიდე)-ით აღნიშნავენ. ვარსკვლავური სიდიდეების სკალას უკუმიმართულება აქვს. რაც უფრო დიდია მისი მნიშვნელობა, მით მკრთლია ობიექტი. მაგალითად, მეორე ვარსკვლავური სიდიდის ვარსკვლავი 2m — 2,512-ჯერ ელვარეა მესამე ვარსკვლავური სიდიდის ვარსკვლავზე 3m და 6,310-ჯერ ელვარე მეოთხე ვარსკვლავური სიდიდის 4m ვარსკვლავზე. გადადის მინუსებშიც.
ვეგა 0,582; სატურნი +1,47-დან −0,24-მდე; სირიუსი −1,47; იუპიტერი −1,61-დან −2,94-მდე; ვენერა −4,6; მთვარე −2,5/−12,9; მზე −26,7.
ნოემბერი: C/2023 A3 ელვარება მცირდება. თვის ბოლოს, დედამიწასა და ამ კომეტას შორის მანძილი 1,94 ასტრონომიული ერთეული იქნება. მომდევნო 20 წლის განმავლობაში, მზის სისტემის კიდისკენ იმოძრავებს და 80 660 წლის მერე დაბრუნდება უკან.
კომეტამდე მანძილი ახლა 200 მილიონი კილომეტრია და მისი ხილვადობაც მცირდება, რასაც ეს კომპოზიტური ფოტოც გვიჩვენებს, რომელიც 127 მმ. სარკე-ლინზიანი ტელესკოპითა (ჩანართი) და 50 მმ. ობიექტივით არის გადაღებული.
20 – 31 ოქტომბერი. კომეტა, გველისმჭერის თანავარსკვლავედშია, სამხრეთ-დასავლეთით საღამოს ცაზე. დაიმზირება ბინოკლებითაც.
ნოემბერი. ნათობა იკლებს 4 – 8m-მდე. ჩრდილოეთ ნახევსარფსეროს ცაზე ადის საკმაოდ მაღლა.